კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაატა მანჯგალაძე - პარტიაში არ გვიმსჯელია პარლამენტის თავმჯდომარესთან სახალხო დამცველის შესახებ კონსულტაციებზე, თუ პროცესი ფარსია და მხარი არ დავუჭირეთ, არც ამ ფარსში უნდა მივიღოთ მონაწილეობა

ნახვები: 609 პაატა მანჯგალაძე - პარტიაში არ გვიმსჯელია პარლამენტის თავმჯდომარესთან სახალხო დამცველის შესახებ კონსულტაციებზე, თუ პროცესი ფარსია და მხარი არ დავუჭირეთ, არც ამ ფარსში უნდა მივიღოთ მონაწილეობა

პარტიაში არ გვიმსჯელია პარლამენტის თავმჯდომარესთან სახალხო დამცველის შესახებ კონსულტაციებზე, ჩემი პოზიციაა, რომ თუ პროცესი არის ფარსი და მხარი არ დავუჭირეთ, არც ამ ფარსში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში სახალხო დამცველთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლიათ.

„ნამდვილი ინკლუზიური პროცესი იყო ის პრაქტიკა, რითაც მოხდა უჩა ნანუაშვილის არჩევა და შემდეგ ნინო ლომჯარიას დამტკიცება. როცა 100-ზე მეტი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული შერჩევის პროცესში და არც ოპოზიციას, არც ხელისუფლებას არანაირი ზეგავლენა არ შეეძლო პროცესზე. ახლანდელი პროცესი ვითომ ზეინკლუზიურია, როგორც „ქართული ოცნება“ ამბობს, სინამდვილეში არის ის, რომ პაპუაშვილმა უნდა შეარჩიოს ექვსი თუ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მისთვის სასურველია. ჩვენ ამ კანონს მხარი არ დავუჭირეთ, ამ პროცესში მონაწილეობას არ ვიღებთ. ეს არის დემოკრატიის, ინკლუზიურობისა და გამჭვირვალობის საფარქვეშ კონტროლი კანდიდატის შერჩევის პროცესში; ხელისუფლების ჩარევის მცდელობა, რომ დემოკრატიის სახელით მისთვის სასურველი კანდიდატი გაიყვანოს სახალხო დამცველად“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, როგორც მანჯგალაძემ განაცხადა, პარტიაში არ უმსჯელიათ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებთან, საპარლამენტო ფრაქციებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებთან დაკავშირებით.

„ამ საკითხზე „სტრატეგია აღმაშენებელს“ არ გვიმსჯელია. ამას ერთობლივად გადავწყვეტთ, მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ თუ პროცესი არის ფარსი და მხარი არ დავუჭირეთ, არც ამ ფარსში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა