პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

დიმიტრი ხუნდაძე - უმრავლესობის სხდომაზე ჩვენს დასწრებაზე უსაფუძვლო აჟიოტაჟია, პარტია, ფრაქცია დავტოვეთ, ვთქვით, რომ ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა არ იყო, არგუმენტები არ აქვთ და თავდასხმაზე გადადიან

ნახვები: 439 დიმიტრი ხუნდაძე - უმრავლესობის სხდომაზე ჩვენს დასწრებაზე უსაფუძვლო აჟიოტაჟია, პარტია, ფრაქცია დავტოვეთ, ვთქვით, რომ ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა არ იყო, არგუმენტები არ აქვთ და თავდასხმაზე გადადიან

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განაცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების დასწრებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი უსაფუძვლოა.

მისივე თქმით, მართალია, პარტია და ფრაქცია დატოვეს, თუმცა თავიდანვე განაცხადეს, რომ ღირებულებითი სხვაობა არ არსებობდა. როგორც ხუნდაძე ამბობს, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერისგან შეურაცხმყოფელი განცხადება კეთდება.

„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ჩვენს დასწრებაზე უსაფუძვლო აჟიოტაჟი ატყდა. უმრავლესობა ერთპარტიულ ვერტიკალს არ ნიშნავს, ეს არის სიითი უმრავლესობა, სადაც ძირითად საკითხზე ერთი პოზიციაა დაფიქსირებული. ჩვენ პარტია და ფრაქცია დავტოვეთ და ვთქვით, რომ ჩვენ შორის ღირებულებითი სხვაობა არ იყო, იყო მხოლოდ უთანხმოება იმაზე, რა დოზით უნდა გვეთქვა ხალხისთვის სიმართლე. ჩვენ რომ ამაში უხერხულობას ვგრძნობდეთ, რამენაირად იმას მოვახერხებდით, რომ ჩვენი იქ ჰყოფნის ამსახველი ფოტომასალა არ გასულიყო. ეს საკითხი არ დაგვიყენებია, რადგან უმრავლესობის წევრები ვართ. ამიტომ, აქ არავითარი მიუღებლობა არ არის. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერისგან შეურაცხმყოფელი განცხადება კეთდება, ეს არის მდაბიოობა და აპოლიტიკური ურთიერთობა. ეს ადამიანურ დამოკიდებულებებსაც სცდება. არგუმენტები არ აქვთ და თავდასხმაზე გადადიან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა