კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან იოსელიანი - პრეზიდენტს სურს, საქართველოში პოლიტიკურმა ტემპერატურამ დაიწიოს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, პოლიტიკოსების შერიგების დიდად არ მჯერა

ნახვები: 473 ლევან იოსელიანი - პრეზიდენტს სურს, საქართველოში პოლიტიკურმა ტემპერატურამ დაიწიოს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, პოლიტიკოსების შერიგების დიდად არ მჯერა

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივა ძალიან კარგია.

იოსელიანის თქმით, პრეზიდენტის პლატფორმა შეიძლება, გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან დიალოგი დაიწყონ. თუმცა, იოსელიანის შეფასებით, მოკლე დროში ხელშესახები შედეგების მიღწევა ძალიან რთული იქნება.

„მას სურვილი აქვს, რომ პოლიტიკურმა ტემპერატურამ საქართველოში დაიწიოს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, პოლიტიკოსების შერიგების დიდად არ მჯერა. მათ შეიძლება, რაღაც საერთო ინტერესები ამოძრავებდეთ და ამ საერთო ინტერესებმა გარკვეულწილად განსხვავებული მოქმედება აიძულოს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც წლებია, ერთმანეთს ლანძღავენ და უშვერ გამონათქვამებს არ იშურებენ, ყველას კარგად გვესმის, ერთმანეთის მეგობარი რომ არ გახდება. ამ შერიგების უკან უფრო ვხედავ პროცესს, რომელიც პოლიტიკაში ურთიერთობის რაღაც სტანდარტს დაამკვიდრებს, მათ შორის პოლიტიკური პარტიები უფრო საერთო ინტერესების ძიებაზე იქნებიან გადასული. პრეზიდენტის როლი მნიშვნელოვანია. პრეზიდენტის პლატფორმა შეიძლება, იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთმანეთთან დიალოგი დაიწყონ. ეს დიალოგი მნიშვნელოვანია და ამას პრეზიდენტი ხელს უწყობს, თუმცა ძალიან კარგად მესმის, რომ რაღაც ხელშესახები შედეგების მიღწევა ამ მოკლე დროში ძალიან რთული იქნება“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა