კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა მდინარაძე - გარეჯის საქმეზე სამართლებრივად დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიების მოღალატეობრივად გასხვისებას

ნახვები: 658 მამუკა მდინარაძე - გარეჯის საქმეზე სამართლებრივად დასტურდება, რომ ადგილი ჰქონდა საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიების მოღალატეობრივად გასხვისებას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გარეჯის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიების მოღალატეობრივად გასხვისებას, რაც სამართლებრივად დასტურდება.

მისივე თქმით, გარეჯის საკითხისთვის საარჩევნო თემის დარქმევა ოპონენტების სტილია.

„ოპონენტები როგორც თავად იქცეოდნენ და ფიქრობენ, მიაჩნიათ, რომ სხვაც ასე იქცევა. როცა საარჩევნო თემას დაარქმევ გარეჯის საკითხს, ე.ი. ეს თემა მიგაჩნია მეორეხარისხოვნად და მხოლოდ საპიაროდ, რაც მათი სტილია. როცა ვსაუბრობდით, რომ ადგილი ჰქონდა ღალატს და საკუთარი ტერიტორიების გაყიდვას, ეს ფაქტია და სავარაუდო დამნაშავეებზე შეიძლება იყოს საუბარი. მათი ქმედება სამართლებრივად როგორ კვალიფიცირდება, ეს გამოძიების საქმეა. ფაქტია, რომ ადგილი ჰქონდა საკუთარი სახელმწიფოს ტერიტორიების მოღალატეობრივად გასხვისებას, რაც სამართლებრივად დასტურდება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა