პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

დავით უსუფაშვილი - სახალხო დამცველი ექვსი წელი იქნება ხალხის დამცველი, ამ პარლამენტის წევრებს კი მაქსიმუმ ორი წელი გვაქვს აქ ჯდომის უფლება, ამიტომ მომავალზე უნდა ვიფიქროთ

ნახვები: 475 დავით უსუფაშვილი - სახალხო დამცველი ექვსი წელი იქნება ხალხის დამცველი, ამ პარლამენტის წევრებს კი მაქსიმუმ ორი წელი გვაქვს აქ ჯდომის უფლება, ამიტომ მომავალზე უნდა ვიფიქროთ

სახალხო დამცველის არჩევის პროცესში „ლელო“ არის აქტიურად ჩართული, კანონპროექტის განხილვაშიც აქტიურად ჩავერთეთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებულ კონსულტაციებზე კომენტარისას აღნიშნა.

უსუფაშვილმა მოუწოდა ყველას, ვინც პროცესით არის დაინტერესებული, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კონსულტაციებში.

„პირველი მოსმენით ხმაც მივეცით და შევთავაზეთ პაპუაშვილს, რომ ახალა კონსულტაციებში რა თემებზე საუბარსაც ვგეგმავთ, ეს კონსულტაციები კანონპროექტთან დაკავშირებით ჩაგვეტარებინა. ანუ კონსულტაციები ყოფილიყო იმაზე, რა და როგორ დავაზუსტოთ, დეტალები გავწეროთ და არა იმაზე, მის ერთპიროვნულ ბრძანებაში რა და როგორ ჩაიწეროს. შეხვედრა თუ იქნება, შევხვდები, მაგრამ ეს ვერ იქნება იმ დონის პასუხისმგებლობის გაზიარება პროცესზე, რაც შეიძლება ყოფილიყო რეგლამენტში, თუ ჩვენ ერთობლივად მოვამზადებდით შენიშვნებს და მივცემდით ხმას.

მინდა, ყველას მივმართო, ვინც ამ პროცესით დაინტერესებულია, რომ აქტიური მონაწილეობა მივიღოთ. მიუხედავად ამ რაღაც დამახინჯებებისა და რაღაც ტრუკებისა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე და ძლიერმა კანდიდატებმა შეძლონ სათანადო პოზიციების დაკავება“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის რესურსი სახალხო დამცველის კანდიდატურაზე რთულად მისაღწევია, მაგრამ უნდა სცადონ.

„რთული იქნება, მაგრამ უნდა ვცადოთ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის სახალხო დამცველი ექვსი წელი იქნება ჩვენი ხალხის დამცველი და ამ პარლამენტის წევრებს მაქსიმუმ ორი წელი გვაქვს აქ ჯდომის უფლება. ამიტომ ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ და არა იმაზე, დღეს ვის ვინ აწყობს“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა