Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

კახა კალაძე - ელექტრონულ არჩევნებზე გადაწყვეტილება წინ გადადგმული ნაბიჯია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზედმიწევნით შესრულდეს თორმეტივე პუნქტი, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მალე მიიღოს

ნახვები: 437 კახა კალაძე - ელექტრონულ არჩევნებზე გადაწყვეტილება წინ გადადგმული ნაბიჯია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზედმიწევნით შესრულდეს თორმეტივე პუნქტი, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მალე მიიღოს

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დაინერგვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

კალაძის თქმით, მმართველი გუნდი გააკეთებს ყველაფერს, რომ ზედმიწევნით შესრულდეს თორმეტივე პუნქტი და საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს.

„დღეს მოვისმინეთ პარტიის თავმჯდომარის ინიციატივა, რაც ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ, რათა რაც შეიძლება ძალიან სწრაფად, კიდევ უფრო მჭიდროდ დავუახლოვდეთ იმ დიდ ოჯახს, რასაც ევროპა ჰქვია. ასევე, დათქმებთან დაკავშირებითაც გაკეთდა დღეს განცხადებები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თორმეტივე პუნქტი ზედმიწევნით იყოს შესრულებული, რათა რაც შეიძლება მალე, ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს “, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა