კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პესკოვი: ევროპა არაა ერთადერთი კონტინენტი, რომელსაც ბუნებრივი აირი სჭირდება

ნახვები: 443 პესკოვი: ევროპა არაა ერთადერთი კონტინენტი, რომელსაც ბუნებრივი აირი სჭირდება

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ევროპის მიღმა არსებობენ სხვა ქვეყნებიც, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებს შეიძენენ თუ ევროპა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას შეამცირებს.

„ევროპა არაა ბუნებრივი აირის ერთადერთი მომხმარებელი და ერთადერთი კონტინენტი, რომელსაც ბუნებრივი აირი სჭირდება.

არის რეგიონებიც, რომლებიც მაქსიმალური სისწრაფით ვითარდებიან. მათ შეუძლიათ დააკომპენსირონ ევროპაში გაზზე მოთხოვნა“ - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთის სახელმწიფო გაზის კომპანიამ, გაზპორმმა უკრაინაში ომის დაწყებისა და დასავლეთის სანქციების ფონზე ევროპისთვის გაზის მიწოდება მკვეთრად შეამცირა, რის მიზეზიც მისი თქმით, ისაა, რომ მომხმარებლები ენერგორესურსების საფასურის გადახდა არა რუბლში არამედ დოლარსა და ევროში სურთ. გაზის შემცირების ერთ-ერთ მიზეზად რუსეთი დასავლურ სანქციებს ასახელებს.

იმ ქვეყნებს შორის, ვინც რუსეთისგან ენერგორესურსების შეძენა გაზარდა ჩინეთიცაა. მან წელს რუსეთისგან მეტი მოცულობის ენერგორესურსები უფრო დაბალ ფასად შეიძინა.

ჩინეთმა, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ენერგომომხმარებელია, წელს იანვრიდან ივლისის თვის ჩათვლით რუსეთიდან 43.68 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობი, გაზი, ქვანახშირი და ელექტრორესურსები იყიდა.

2022 წლის აპრილი-ივლისის პერიოდში ჩინეთმა 2021 წელთან შედარებით 50%-ით მეტი ბუნებრივი აირი, 6%-ით მეტი ქვანახშირი და 39%-ით მეტი ელექტროენერგია იყიდა.  

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა