კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხაელ გალერი - უნდა მისდიოთ რეკომენდაციებს, მოახდინოთ 12 პუნქტის იმპლემენტაცია, გახსოვდეთ, ამას აკეთებს მთელი საქართველო და არა მხოლოდ მთავრობა ან მმართველი პარტია​

ნახვები: 539 მიხაელ გალერი - უნდა მისდიოთ რეკომენდაციებს, მოახდინოთ 12 პუნქტის იმპლემენტაცია, გახსოვდეთ, ამას აკეთებს მთელი საქართველო და არა მხოლოდ მთავრობა ან მმართველი პარტია​

ჩვენ არ გტოვებთ, თქვენთან ვართ და ვიმედოვნებ, ისინიც, ვინც საქართველოში მუშაობენ, ქვეყანას იმედს არ გაუცრუებენ იმით, რომ აიგნორებენ ან არ მუშაობენ 12 პუნქტის შესრულებაზე, – ამის შესახებ ​ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა განაცხადა.

„როგორც მოისმინეთ, დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველო კანდიდატ ქვეყნებთან ერთად ერთ დონეზე მოიხსენია. ახლა პირველ რიგში უნდა მისდიოთ რეკომენდაციებს, შეასრულოთ ისინი და მოახდინოთ 12 პუნქტის იმპლემენტაცია, რის გამოც ჯერ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არ გტოვებთ, თქვენთან ვართ და ვიმედოვნებ, ისინიც, ვინც საქართველოში მუშაობენ, ქვეყანას იმედს არ გაუცრუებენ იმით, რომ აიგნორებენ ან არ მუშაობენ 12 პუნქტის შესრულებაზე. ჩვენი მუდმივი მოწოდება ყოველთვის ერთია – გთხოვთ, გააკეთეთ ეს ერთად. გახსოვდეთ, რომ ამას აკეთებს მთელი საქართველო ერთად და არა მხოლოდ მთავრობა ან მმართველი პარტია. ეს ეხება მთელ მოსახლეობას, ყველა პოლიტიკურ პარტიას. ამის მიხედვით თქვენ უნდა იპოვოთ საერთო გზა ევროპისკენ. რაც შეეხება პროგრესის გაზომვას, ჩემი რჩევა იქნება, იმუშავეთ და ვიდრე დაასრულებთ ყველაფერს, გაგზავნეთ შედეგი ვენეციის კომისიაში. როგორც კი დადებით შეფასებას მიიღებთ ვენეციის კომისიისგან, ჩვენ აქ ვართ, რომ მხარი დაგიჭიროთ“, – განაცხადა მიხაელ გალერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა