კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სარჯველაძე - „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქცევა სპორტსმენის ჭინჭყლობას ჰგავს, როცა ცდილობ, დაშვებული შეცდომა სხვას დააბრალო

ნახვები: 458 მიხეილ სარჯველაძე - „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქცევა სპორტსმენის ჭინჭყლობას ჰგავს, როცა ცდილობ, დაშვებული შეცდომა სხვას დააბრალო

„სტრატეგია აღმაშენებელს“ კრიტიკის მიზეზი არ აქვს. მგონია, რომ მას შემდეგ, რაც ამ პარტიამ შეცდომა დაუშვა და ზურგი აქცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა და ვაჟკაცობა არ ეყო, საკუთარი შეცდომა ეღიარებინა.

„ნურავის ეწყინება, მაგრამ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ უზარმაზარი შეცდომა დაუშვა და შემდეგ იმის ვაჟკაცობა არ ეყო, რომ საკუთარი შეცდომა ეღიარებინათ. მათგან აღიარებასაც არავინ ითხოვდა, უბრალოდ, მათ ნაბიჯი უნდა გადაედგათ კალაპოტში ჩაჯდომისთვის, თორემ, ამ პროცესს არაფერი დაეწუნება. „სტრატეგია აღმაშენებელს“ კრიტიკის მიზეზი არ აქვს. მგონია, რომ მას შემდეგ, რაც ამ პარტიამ შეცდომა დაუშვა და ზურგი აქცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და სამწუხაროდ, ძალა არ ეყოთ, რომ კალაპოტში ჩამჯდარიყვნენ და თამაშის სამართლიან წესებს დამორჩილებოდნენ. დაახლოებით ეს ყველაფერი ჰგავს სპორტსმენის ჭინჭყლობას, როცა ის ცდილობს, მის მიერ დაშვებული შეცდომა სხვას დააბრალოს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა