თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გიორგი ვაშაძე - პაპუაშვილისა და კობახიძის მიზანია, ჩაშალონ სამოქალაქო სექტორის პროცესი, ამაში ხელს არ შევუწყობთ, საერთოდ მიკვირს, კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რატომ დადიან

ნახვები: 452 გიორგი ვაშაძე - პაპუაშვილისა და კობახიძის მიზანია, ჩაშალონ სამოქალაქო სექტორის პროცესი, ამაში ხელს არ შევუწყობთ, საერთოდ მიკვირს, კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რატომ დადიან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ სახალო დამცველის კანდიდატის შერჩევაზე „ქართულმა ოცნებამ“ თაღლითური სქემა მოიგონა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, დღეს ყველა ოპოზიციური პარტია ჩართულია სამოქალაქო სექტორის მიერ აგვისტოში ინიცირებულ პროცესზე.

„რაც უფრო ნაკლებად შევხვდები პრორუსული პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, მით უფრო ბედნიერი ვარ. თაღლითური სქემა მოიგონა „ქართულმა ოცნებამ“, როგორმე შეაფერხოს სამოქალაქო სექტორის მიერ დაწყებული პროცესი. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, ვინც პაპუაშვილის შეხვედრიდან გამოდის, ყველა ამბობს, რომ ეს არის თაღლითობაა“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძეს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ ეს კარგი პროცესია, რაზეც ვაშაძემ აღნიშნა, რომ ლევან ბეჟაშვილის განცხადება არ მოუსმენია.

„დახურულ შეხვედრაზე როცა ვისხედით ოპოზიციასთან ერთად ყველა დამეთანხმა, რომ ეს არის მაიმუნობა და თაღლითობა რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგონა. ჩვენ პატიოსნად ვართ იმ პროცესში, რომელიც მნიშვნელოვანია ობიექტური კანდიდატის შესარჩევად. სამოქალქო სექტორის წარმოდგენილი კანდიდატებიდან ჩვენ ავარჩევთ კანდიდატს. ჩვენ ამას არ გადავუხვევთ. ერთადერთი მიზანი, რაც ახლა პაპუაშვილსა და კობახიძეს აქვთ არის ის, რომ როგორმე ჩაშალონ სამოქალაქო სექტორის პროცესი. ამაში ჩვენ ხელს არ შევუწყობთ. საერთოდ მიკვირს ამ კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რატომ დადიან“, – განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა