კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გურამ მაჭარაშვილი - პიროვნული დაინტერესება არავის მიმართ გვაქვს, ჩვენი ინტერესია, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს, ჩვენ მიერ წამოწყებული პოლიტიკა ამართლებს

ნახვები: 476 გურამ მაჭარაშვილი - პიროვნული დაინტერესება არავის მიმართ გვაქვს, ჩვენი ინტერესია, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს, ჩვენ მიერ წამოწყებული პოლიტიკა ამართლებს

ჩვენ პიროვნული დაინტერესება არავის მიმართ არ გვაქვს, ჩვენი ინტერესია, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ვინაიდან ამერიკას კელი დეგნანი წარმოადგენს, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრები კითხვებს სწორედ მისი მისამართით სვამენ.

ამასთან, გურამ მაჭარაშვილმა შეაფასა  ტელეკომპანია „იმედთან“ კელი დეგნანის ინტერვიუ და აღნიშნა, რომ ელჩმა მთავარ კითხვებს პასუხები არ გასცა.

„მას შემდეგ, რაც კითხვებს ვსვამთ, კარგია, რომ კელი დეგნანმა გადაწყვიტა, ობიექტურ ტელევიზიაში მოვიდეს და არ მივიდეს მხოლოდ იმ ტელევიზიაში, სადაც ოპოზიციის ქება-დიდება ისმის და გაემიჯნებოდა ომის რიტორიკას. ზეპირი სიტყვები, რომ ამერიკას ომი არ უნდა საქართველოში, საკმარისი არ არის, როცა ჟურნალისტის კითხვას არ უპასუხა, საქართველოს რა უნდა გაეკეთებინა მეტი, ვიდრე უკრაინას გაუკეთა. ვინაიდან ამერიკას კელი დეგნანი წარმოადგენს, კითხვებს სწორედ მისი მისამართით ვსვამთ. თუ ინტერვიუ ნახეთ, ჟურნალისტმა მთავარი კითხვები დასვა და მან მთავარ კითხვებს არათუ პასუხები არ გასცა, პირიქით, არ გაემიჯნა იმ ხალხს, ვინც სამხედროებს მოუწოდებს, საქართველოში ხელისუფლება ჩამოაგდოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის განცხადებით, „ხალხის ძალის“ წევრების მიერ წამოწყებული პოლიტიკა ამართლებს.

„ჩვენ მიერ წამოწყებული პოლიტიკა ამართლებს. საქართველოს დიდ ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობა უნდა და არა – ვასალური, რომ ელჩი რა კანონპროექტსაც მოიწონებს, მხოლოდ ის მივიღოთ. გვინდა, პარტნიორული ურთიერთობა. ამ პროცესში საზოგადოება ჩავრთეთ და ეს სწორი პოლიტიკაა. ხედავთ, რომ შიდა პოლიტიკაში ერევა. ჩვენი მიზანია, რომ თუ პარტნიორობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხარჯზე ხდება, ეს საზოგადოებას ვუთხრათ. როცა საზოგადოება სწორად ინფორმირებულია, ეს სახელმწიფოსთვის კარგია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა