კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბექა დავითულიანი - ოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი ალბათ ოპოზიციამაც თარგმნა და მიხვდა, რომ შესაძლოა, მათ არ შეეხოს, ვისზეც სურვილი აქვთ, ამიტომ თქვეს უარი

ნახვები: 471 ბექა დავითულიანი - ოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი ალბათ ოპოზიციამაც თარგმნა და მიხვდა, რომ შესაძლოა, მათ არ შეეხოს, ვისზეც სურვილი აქვთ, ამიტომ თქვეს უარი

მმართველმა გუნდმა უკრაინული კანონი თარგმნა, ალბათ ოპოზიციამაც თარგმნა და მიხვდა, რომ ბევრ ადამიანს შეეხება და შეიძლება, მათ არ შეეხოს, ვისზეც სურვილი აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა ოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამის გამო თქვეს უარი აღნიშნულ კანონზე.

ამასთან, როგორც ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, უკრაინული კანონმდებლობით ოთხი კრიტერიუმი არსებობს, რომელთაგან „ოპოზიციის დამფინანსებლები სამს ნამდვილად აკმაყოფილებენ“.

„ოპოზიციის ნაწილი ოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის წარდგენაზე უარს ამბობს, რადგან საქართველოს 12 რეკომენდაციაში ეს პუნქტი იმიტომ უწერია, რომ უკრაინასა და მოლდოვას ამის აქტუალური პრობლემა აქვთ და რეკომენდაცია ჩვენთან გადმოიტანეს, თუმცა რეალურად, ეს საკითხი ქვეყანაში აქტუალური არ არის. უკრაინის გარდა, არც კანონმდებლობის გამოცდილებაა. მმართველმა გუნდმა უკრაინული კანონი თარგმნა, ალბათ ოპოზიციამაც თარგმნა და მიხვდა, რომ ბევრ ადამიანს შეეხება და შეიძლება, მათ არ შეეხოს, ვისზეც სურვილი აქვთ. ამიტომ თქვეს უარი. საკუთარ თავზე ფიქრობენ. უკრაინული კანონმდებლობით ოთხი კრიტერიუმი არსებობს, რომელთაგან ოპოზიციის დამფინანსებლები სამს ნამდვილად აკმაყოფილებენ. ვისზეც მათ ფოკუსირება აქვთ, მას ეს კრიტერიუმები არ ეხება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა