კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჩარლზ მესამე და პრინცი უილიამი დედოფალთან გამოსამშვიდობებლად რიგში მდგომებს მიესალმნენ და გაესაუბრნენ​

ნახვები: 448 ჩარლზ მესამე და პრინცი უილიამი დედოფალთან გამოსამშვიდობებლად რიგში მდგომებს მიესალმნენ და გაესაუბრნენ​

ლონდონში, დედოფალ ელისაბედ მეორესთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი ქუჩაში დგას. დიდი ბრიტანეთის დედოფლის ცხედარი ვესტმინსტერის სასახლეშია დასვენებული და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასთან დამშვიდობება. მსურველი კი იმდენია, რომ მოქალაქეებს სასახლეში მოსახვედრად 24-საათიან რიგში დგომა უწევთ.

ცოტა ხნის წინ, ლამბეთის სასახლესთან, სანაპიროზე მოქალაქეებთან გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე და უელსის პრინცი უილიამი მივიდნენ. ისინი დედოფალთან გამოსამშვიდობებლად დილიდან რიგში მდგომებს მიესალმნენ და გაესაუბრნენ.

ამ დროისთვის ლონდონში ჩავიდნენ ავსტრალიისა და კანადის პრემიერ-მინისტრებიც – ენტონი ალბანეზა და ჯასტინ ტრუდო ვესტმინსტერის სასახლეში მივიდნენ დედოფლის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ მეორეს 19 სექტემბერს, უინძორის სასახლის ტერიტორიაზე დაკრძალავენ. დედოფლის დაკრძალვის დღეს ლონდონში 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსს ელოდებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა