კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა ხაზარაძე - წელიწადნახევრიანი შესვენების შემდეგ შეშინებულმა ხელისუფლებამ გაიღვიძა და 2 ივლისს ახალი სასამართლო განხილვა დანიშნა - არავითარი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ

ნახვები: 369 მამუკა ხაზარაძე - წელიწადნახევრიანი შესვენების შემდეგ შეშინებულმა ხელისუფლებამ გაიღვიძა და 2 ივლისს ახალი სასამართლო განხილვა დანიშნა - არავითარი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ

ჩვენმა შეშინებულმა ხელისუფლებამ და პოლიტიზებულმა მართლმსაჯულებამ უცბად გაიღვიძა წელიწადნახევრიანი შესვენების შემდეგ და უცბად ჩანიშნა 2 ივლისს ახალი სასამართლო განხილვა - არავითარ შემთხვევაში არავითარი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ,- ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქმე ეხება მის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის საქმეს.

"საეჭვო დამთხვევა მოხდა, გუშინ მე წინააღმდეგი წავედი პარლამენტში კანონის იმ ჩანაწერის, რომელიც დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის რაოდენობრივ კვოტას ეხებოდა და ჩემი პოზიციაა, რომ საქართველოში უნდა შევქმნათ სიტუაცია, სადაც დეპუტატებს იმუნიტეტი არ უნდა სჭირდებოდეთ. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, არავითარ შემთხვევაში არავითარი იმუნიტეტით არ ვისარგებლებ და როგორც კი მე ეს განცხადება გუშინ გავაკეთე, მოხდა სასამართლოს ჩანიშვნა. შეიძლება ეს დამთხვევაა, შეიძლება ეს არის სპეციალურად გაკეთებული, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშველობა აქვს, რომ ეს პოლიტიზებული, ერთი კაცის მართული სასამართლო და პროკურატურა უნდა დასრულდეს! ვერ ეღირსებიან, ვერ ეღირსება ერთი კაცი და მისი უკანონო გადაწყვეტილებების აღმსრულებლები, რომ რაიმე მეთოდით უკან დავიხიოთ რამეზე.

ჩვენ პარლამენტში შემოვედით იმისთვის, ამ ქვეყანაში ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შევცვალოთ უკეთესობისკენ და არა იმისთვის, რომ რაიმეს დავემალოთ ან ვინმეს გავურიგდეთ. ამ ქვეყანაში ამ მმართველობას დავასრულებთ და რეალურად ამ შენობიდან დაიწყება ამის გაკეთება,"- განაცხადა ხაზარაძემ.

კითხვაზე, როცა ის აცხადებს, რომ იმუნიტეტით არ ისარგებლებს, რას გულისხმობს ამაში, ხაზარაძე პასუხობს -" მე დავტოვებ მანდატს. მე ვარ მართალი და ამის შესახებ 20-მა ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა ჩვენი საქმის შესწავლის შედეგად. სახელმწიფო დეპარტამენტმა ძალიან მკვეთრი განცხადება გააკეთა, რომ ეს არის პოლიტიზებული საქმე. ამ ქვეყანაში ჩვენ ვიქნებით მაგალითი, რომელიც ამ სისტემას დაანგრევს".

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა