კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრასა და მოლაპარაკებების პროცესს ახლა აზრი არ აქვს

ნახვები: 472 მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრასა და მოლაპარაკებების პროცესს ახლა აზრი არ აქვს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრასა და მოლაპარაკებების პროცესს ახლა აზრი არ აქვს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.

„მოკლედ რომ ვთქვათ, ახლა თავად მოლაპარაკებების პროცესს და პრეზიდენტების პირად შეხვედრას აბსოლუტურად არანაირი აზრი არ აქვს. პირველ რიგში, რუსეთი ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ მას აქვს საკმარისი რესურსი, რომ დააფიქსიროს რამე შედეგები. მეორე მხრივ, ნებისმიერი შეხვედრა დღეს – ეს არის ტრადიციული რუსული ისტორიის თამაში: ვაფიქსირებთ სტატუსკვოს, ვცეკვავთ „ცრუ მინსკის ცეკვებს“, ვიწყებთ ესკალაციის ახალ ეტაპს, მესამე – რუსეთმა უნდა აგოს პასუხი მასშტაბურ დანაშაულებებზე და არ დაიმალოს დაუსჯელობის უკან. ამიტომ, ომი უნდა მივიდეს ერთადერთ შესაძლო ფინალამდე. ამიტომ, გასაგებია, რომ სწორედ ახლა ორმხრივი შეხვედრის თემა დღის წესრიგში არ არის. ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს შეხვედრა შეხვედრისთვის ან მოლაპარაკებების ბანალური რუსული სცენარი. ჩვენ გვაინტერესებს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება, რუსეთის არსებითი ტაქტიკური მარცხები, სავალდებულო მასშტაბური იურიდიული პროცესები“, – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

​ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა აღნიშნა, რომ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია, თუ მას წინ უძღვება უკრაინიდან რუსეთის ჯარების სრული გაყვანა, ხოლო მოლაპარაკებების თემა იქნება „ომის შემდგომი ცხოვრების განხილვა, რეპარაციების, ზარალის კომპენსაციის მოცულობის და დამნაშავეების გადაცემის საკითხების ჩათვლით“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა