სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ვახტანგ გომელაური - ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, ბადრი ესებუა იმყოფება საქართველოში, მას არ დაუტოვებია ქვეყანა

ნახვები: 375 ვახტანგ გომელაური - ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, ბადრი ესებუა იმყოფება საქართველოში, მას არ დაუტოვებია ქვეყანა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას დასაკავებლად მუშაობა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ოპერატიული ინფორმაციით, ბადრი ესებუას ქვეყანა არ დაუტოვებია და საქართველოში იმყოფება.

„ვმუშაობთ ამ თემაზე. მნიშვნელოვანი თემაა, მითუმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ღირსების თემაა. ასეთი რამ დიდი ხანია, არ მომხდარა. იყო რაღაც თემები, სახუმარო თემა ნამდვილად არ არის, ამდენი ადამიანი ჰყავდა აყვანილი მძევლად. ვისაც ყველაზე მეტად უნდა ამ ადამიანის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, იმყოფება საქართველოში, მას არც დაუტოვებია ქვეყანა, იმედია, სწორი ინფორმაციაა და ვეყრდნობით ამ წყაროს, რომ აქ არის. მე არ მითქვამს, რომ მისი ადგილსამყოფელი იდენტიფიცირებულია", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

„საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ ბადრი ესებუას წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლების აყვანას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბადრი ესებუა ამ დრომდე იძებნება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა