კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირანის პრეზიდენტი - ამერიკელები მხარს უჭერენ ისრაელის ცრუ რეჟიმს, რომ ფესვები გაიდგას და გამყარდეს, მაშინ, როდესაც პალესტინელებს იძულებით ასახლებენ

ნახვები: 440 ირანის პრეზიდენტი - ამერიკელები მხარს უჭერენ ისრაელის ცრუ რეჟიმს, რომ ფესვები გაიდგას და გამყარდეს, მაშინ, როდესაც პალესტინელებს იძულებით ასახლებენ

ამერიკელები მხარს უჭერენ ისრაელის ცრუ რეჟიმს, რომ ფესვები გაიდგას და გამყარდეს, მაშინ, როდესაც პალესტინელებს იძულებით ასახლებენ, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა ტელეკომპანია „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ირანის პრეზიდენტმა „აბრაამის შეთანხმებაზე“ საუბრისას აღნიშნა, რომ „თუ სახელმწიფო ხელს ართმევს სიონისტურ რეჟიმს, მაშინ ისიც მათი დანაშაულის თანამონაწილეა და ისინი პალესტინის იდეას ზურგში დანას ურტყამენ.“

რაისის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავის ქვეყანას სურს, სამართლიანობა აღსრულდეს 2020 წელს აშშ-ის საჰაერო თავდასხმისას ირანის „ყუდსის ძალების“ მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის, თეირანი შურს არ იძიებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების მკვლელობით.

„ეს არის იმ ტიპის ქმედებები, რასაც ამერიკელები და სიონისტური რეჟიმები აკეთებენ მსოფლიოში – ჩვენ არ ვაპირებთ იმავე ქმედებებს“, – განაცხადა ებრაჰიმ რაისმა.

კითხვაზე, რა განსხვავებაა ბაიდენისა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის, რაისმა აღნიშნა: „აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, ისინი აცხადებენ, რომ განსხვავდებიან ტრამპის ადმინისტრაციისგან. მათ ეს ჩვენთვის განკუთვნილ გზავნილებში თქვეს, მაგრამ ჩვენ რეალობაში ცვლილებების მომსწრენი არ ვართ.“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა