კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვფიქრობ, არ უნდა ვიჩქაროთ ასეთი განცხადებები - გიორგი ვაშაძე მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

ნახვები: 295 ვფიქრობ, არ უნდა ვიჩქაროთ ასეთი განცხადებები - გიორგი ვაშაძე მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

„წინასწარ განცხადებებს ნამდვილად არ გავაკეთებთ, რას გამოვუცხადებთ ბოიკოტს და როგორ, მაგრამ გვექნება დეტალური კოორდინაცია დასავლელ პარტნიორებთან",- ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტია ,,ლელოს" ლიდერის მამაუკა ხაზარაძის დღეს 23 ივნისს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ის გაივლის კონულტაციებს, როგორც დასავლელ პარტნიორებთან ასევე, მამუკა ხაზარაძესთან და მათ საკუთარ ხედვას გააცნობს.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ არ უნდა მოხდეს იმპულსური ნაბიჯების გადადგმა.

,,სტრატეგია უნდა შევიმუშავოთ მათთან ერთად, რადგან ამ შეთანხმების ხელმომწერები ვართ ჩვენ და ამის შესრულების გარანტი არის ასევე აშშ და ევროკავშირი. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, მე ავუსხნი ჩემს სტრატეგიას და ხედვას, მე ვფიქრობ, არ უნდა ვიჩქაროთ ასეთი განცხადებები, პირველ რიგში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც შეთანხმების გარანტი და მესამე მხარე არიან ამ შეთანხმების, მათთან ერთად უნდა გავიაროთ ეს საკითხი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ხაზარაძემ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება არ შეაჩერებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნას, ოპოზიციამ პარლამენტს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა