კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დეოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნების ტკივილი - სალომე ზურაბიშვილი

ნახვები: 388 დეოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნების ტკივილი - სალომე ზურაბიშვილი

,,დეოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნების ტკივილი, წუხილი და გამოწვევა"- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს 23 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმრ ზელენსკისთან ვიზიტის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

ზურაბიშვილი მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ძალის გამოყენებაზე და გადავიდეს ურთიერთობის რაციონალურ სტაბილურ რეჟიმზე.

„დღეს გვაერთიანებს არა მხოლოდ ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობა, არამედ პარალელური ამოცანები და ერთობლივი მიზნები. ეს არის ჩვენი ქვეყნების და ტერიტორიების დეოკუპაცია, ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალი გზა, ორმხრივი და რეგიონული თანამშროლობის გაზრდა. დეოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნების ტკივილი, წუხილი და გამოწვევა. საქართველოს ამოცანაა დეოკუპაცია და ამ კუთხით ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბება, დებორდერიზაცია, ადამიანის უფლებები დაცვა. არ შეიძლება არ აღვნიშნო სტარსბურგის სასამართლოს დასკვნა, რაც არის საქართველოს ძალიან დიდი გამარჯვება. არ შეიძლება გაგრძელდეს რუსეთისგან ყოველდღიური პროვოკაციები დელიმიტაციის ხაზზე და გატაცებები. ჩვენი გზა დეოკუპაციისკენ ნათელია, ეს არის მშვიდობიანი გზა. ამ მიმართულებით საქართველომ გააკეთა თავისი განაცხადი და უარი თქვა ნებისმიერი ძალის გამოყენებაზე. მინდა მოვუწოდო რუსეთს, იგივე გზას გაყვეს. ამ რეგიონში და საერთოდ, დღევანდელ მსოფლიოში, პანდემიის მერე, ბოლოს და ბოლოს უნდა მივხვდეთ, რომ სხვა გზა არ არის, თუ არა სტაბილიზაციის, დეესკალაციის და ბოლოს, დიალოგის. დიალოგს სჭირდება დეესკალაცია და მინდა ეს ძალიან მკაფიოდ ვთქვა ამ ადგილას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი ზაზა გახელაძის საკითხსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, მის გათავისუფლებაში საკუთარ წვლილს შეიტანს.

,,დღესაც მინდა, კიდევ ერთხელ ვახსენო ჩვენი მოქალაქე, ზაზა გახელაძე, რომელიც 12 წლით არის დაკავებული და სახელმწიფოს ყველა უწყება მუშაობს მის გასათავისუფლებლად. ჩვენი ყველა პარტნორისგან ველოდებით ამ კუთხით პირდაპირ მხარდაჭერას" - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ზურაბიშვილმა ქართველი ხალხის სახელით, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული მეომრების იჯახებს მიუსამძიმრა.

„ჩვენ კარგად გვესმის უკრაინის მძიმე მდგომარეობა. ერთი მხრივ, ყირიმის ოკუპაცია და მეორე მხრივ, აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე რუსეთის სამხედრო დესტაბილიზაციის, ესკალაციის ფონი. მინდა გამოვიყენო ეს საშუალება და დაღუპული მეომრების ოჯახებს მივუსამძიმრო და ქართველი ხალხის თანადგომა გამოვუცხადო", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა