კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უეფა - კვარაცხელია სუპერვარსკვლავად ყალიბდება

ნახვები: 672 უეფა - კვარაცხელია სუპერვარსკვლავად ყალიბდება

გიბრალტარის ნაკრებთან გასვლაზე გატანილი გოლით ხვიჩა კვარაცხელიამ გოლების რაოდენობა ხუთამდე გაზარდა და ამ მომენტისთვის C დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირია.​ დადი შანსია, რომ ქართველ თავდამსხმელს ვერავინ გადაასწროს. შედეგის გაუმჯობესება მხოლოდ საბერძნეთის ნაკრების კაპიტანს, ანასტასიოს ბაკასეტასს და კოსოვოელ ვედატ მურიქის შეუძლიათ, რომელთა ნაკრებები 27 სექტემბერს გათამაშების ბოლო მატჩებს ჩაატარებენ. კოსოვო შინ თემურ ქეცბაიას კვიპროსს მიიღებს, ხოლო საბერძნეთი – ჩრდილოეთ ირლანდიას.

ხვიჩაზე შედეგიანი მთელ ტურნირზე მხოლოდ ერლინგ ჰოლანდია, რომელმაც ნორვეგიის ნაკრების ფორმით B დივიზიონში 6 გოლი გაიტანა.კვარაცხელიას მსგავსი შედეგიანობა ამავე ჯგუფში სერბმა ალეკსანდრ მიტროვიჩმა (5 გოლი) აჩვენა, ხოლო D დივიზიონში – ლატვიელმა ვლადისლავ გუტკოვმა (5 გოლი).

პროდუქტიულობით ხვიჩა კვარაცხელია ახლაც C დივიზიონის და მთელი ტურნირის საუკეთესო მოთამაშეა. ხვიჩა კვარაცხელიამ C4 ჯგუფის ჩატარებულ 6 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, 2 ასისტი შეასრულა და 3 პენალტი მოიპოვა. ასეთი სასარგებლო არც ერთ ნაკრებში არც ერთი ფეხბურთელი არ არ არის.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის დასრულებულ ჯგუფურ ეტაპზე სულ 16 გოლი გაიტანა – 21 წლის თავდამსხმელი 10-ში მონაწილეობდა, ანუ გოლების ყოველი 0,625 პროცენტი მისი უშუალო მონაწილეობით გავიდა.

საბოლოოდ, ერთა ლიგის მოთამაშეთა რეიტინგში კვარაცხელიამ საშუალო შეფასება 7,95 ქულა მიიღო და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულში მოხვდა.

უეფა-ს ერთა ლიგის ოფიციალური ტვიტერის გვერდი გამოეხმაურა ხვიჩას წარმატებას და ერთა ლიგაზე მისი გამოსვლა ასე შეაფასა – „კვარაცხელია. სუპერვარსკვლავის ჩამოყალიბება. 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა ერთა ლიგის 9 მატჩში“.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა