კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვახტანგ გომელაური - საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია ტყუილია

ნახვები: 465 ვახტანგ გომელაური - საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია ტყუილია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია აბსოლუტურად არასწორი და ტყუილია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომ „ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ქვეყანაში 250 ათასი რუსი მოქალაქე შემოვიდა“.

„მაგდენი არ შემოსულა. საიდან მოაქვთ ეს ციფრები, არ ვიცი. დაახლოებით ოთხი, ხუთი დღის წინ შემომსვლელ ადამიანთა რაოდენობა იყო 5 ათასიდან 6 ათასამდე. ახლა გაიზარდა დაახლოებით 10 ათასამდე, მოიმატა დაახლოებით 40-45 პროცენტით და არა 250 ათასით. გუშინდელი ღამის შემდეგ,  10 ათასზე უფრო ნაკლები იყო, ანუ 100 ათასი და 200 ათასი არ შემოდის. გასვლით გადის დაახლოებით 60 პროცენტი, შემომსველებთან შედარებით. რომ ვთქვათ, დღეს ყველაზე დიდი ციფრებია, ეს ასე არ არის. ზაფხულში, აგვისტოში, მაგალითად იყვნენ ტურისტები და არა სხვა მიზნით წამოსული ადამიანები. სავარაუდოდ, ჩვენი აზრით, არიდებენ თავს სამხედრო სამსახურში გაწვევას. მე ერთი კითხვა მიჩნდება ყოველთვის, ეს ოპოზიცია ორად არის გაყოფილი, როგორც ჩანს, თუმცა მსოფლიოში, ევროპაშიც სხვანაირად ფიქრობენ და სხვა მიდგომებზე გადადიან. ზოგი ამბობს, ჩავკეტოთ და საერთოდ აღარ შემოვუშვათ, ზოგი ამბობს – შემოვუშვათ, რომ არ წავიდნენ ომში, არ ებრძოლონ უკრაინელებს. იქნებ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, შემოვუშვათ, თუ არ შემოვუშვათ ეს ადამიანები“, – განაცხადა გომელაურმა.

ამასთან, კითხვაზე, „გამორიცხავთ თუ არა, რომ მათი შემოსვლა ქვეყანაში გაზრდის კრიმინალურ შემთხვევებს და მოხდება თუ არა საზღვარზე შემომსვლელი ადამიანების გაცხრილვა“, შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა:

„კრიმინალის გაზრდის სტატისტიკა შეიძლება, ისედაც გაიზარდოს, ან დაიწიოს. რაც მეტი ადამიანი შემოვა, ალბათობა არის იმისა, რომ გაიზარდო. შეიძლება, არც გაიზარდოს. რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამდე, ბოლო ხუთი დღის შემდეგ იყო 5 500 ადამიანი. გუშინ წინ იყო 11 200 ან 11 400, გუშინ 10 400 ან 10 500 იყო. ორ და ხუთ კაცზე ნუ გამომეკიდებით. ეს არის რიცხვები, მაგრამ ხვალ და ზეგ შეიძლება, კიდევ გაიზარდოს, არ ვიცი. ლარსზეა ყველაზე მეტი მოქალაქე. ძალიან ცოტა მოქალაქე შემოდის როგორც სომხეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან. შეიძლება, 10 პროცენტიც არ არის, ნაკლები“, – განაცხადა გომელაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა