კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი შეშფოთებულია „ჩრდილოეთ ნაკადი 1-ის“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ გაზსადენების დაზიანების გამო, მიიჩნევს, რომ ინციდენტები შემთხვევითობა არ არის

ნახვები: 442 ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი შეშფოთებულია „ჩრდილოეთ ნაკადი 1-ის“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ გაზსადენების დაზიანების გამო, მიიჩნევს, რომ ინციდენტები შემთხვევითობა არ არის

ევროკავშირი შეშფოთებულია გაზსადენების „ჩრდილოეთ ნაკადი 1-ის“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ დაზიანების გამო და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინციდენტები შემთხვევითობა არ არის, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სახელით გავრცელებულ ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მილსადენების დაზიანების შედეგად მოხდა გაჟონვა ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში.

„უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი საკითხები უმთავრესი პრიორიტეტია. ეს ინციდენტები არ არის შემთხვევითობა და ყველა ჩვენგანს აზარალებს. ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია აჩვენებ, რომ ეს გაჟონვა არის განზრახ ქმედების შედეგი“, – აღნიშნულია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაში.

ბორელის განცხადებით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ნებისმიერ გამოძიებას, რომელიც სრულად მოჰფენს ნათელს იმას, თუ რა მოხდა და რატომ. ამასთან, ევროკავშირი გადადგამს დამატებით ნაბიჯებს ენერგოუსაფრთხოების სფეროში მდგრადობის გასაძლიერებლად.

„ევროპული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნებისმიერი სახის განზრახ დარღვევა აბსოლუტურად მიუღებელია და ამას მოჰყვება მტკიცე და ერთიანი პასუხი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა