პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ბადრი ჯაფარიძე - ჩვენი მეგობრები სრულად არიან ინფორმირებულნი იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, იმ გამოწვევებზე, რომელსაც ვეჯახებით მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის ნაწილში

ნახვები: 376 ბადრი ჯაფარიძე - ჩვენი მეგობრები სრულად არიან ინფორმირებულნი იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, იმ გამოწვევებზე, რომელსაც ვეჯახებით მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის ნაწილში

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსათვის" ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ფრაქცია ყველა ნაბიჯს გადადგამს, რომ შარლ მიშელის შეთანხმება შესრულდეს და ქვეყანაში მართლმსაჯულების ნაწილში გათვალისწინებული რეფორმების, ასევე საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებება განხორციელდეს. ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ვაშინგტონში ვიზიტისას განაცხადა.

„დღეს გვქონდა რამდენიმე შეხვედრა სენატში. რაც მთავარია ჩვენი მეგობრები სრულად ინფორმირებულნი არიან იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, იმ გამოწვევებზე, რომელსაც ჩვენ ვეჯახებით შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის ნაწილში. ასევე, ის რეგიონალური გამოწვევები, რომელიც ქვეყანას აქვს და რაც მთავარია, მათი ყურადღების ფოკუსია მართლმსაჯულების რეფორმირებაზე, მომავალ არჩევნებზე, აქ იგულისხმება ადგილობრივი არჩევნები. მათ კარგად ესმით, რომ ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს არის არჩევნები, რომელმაც უნდა განსაზღვროს ჩვენი ქვეყნის მომავალი შემდეგი წლების განმავლობაში. მე მინდა გითხრათ,რომ ძალიან პროდუქტიული საუბრები გვქონდა და რაც მთავარია, აშშ რჩება ჩვენი ქვეყნის უერთგულეს მეგობრად, რომელიც დიდი ყურადღებით აკვირდება იმ პროცესებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიდის.

ჩვენი მხრიდან იქნა გაჟღერებული მზაობა, რომ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" ყველა ნაბიჯს გადადგამს იმისათვის, რომ შარლ მიშელის შეთანხმება იყოს სრულად იმპლემენტირებული. ყველა ნაბიჯს გადადგამს იმისათვის, რომ შევძლოთ სრულად, მართლმსაჯულების ნაწილში გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება.

ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა იციან, რომ ჩვენი სახით, ოპოზიციური კოლეგების სახით ჰყავთ საიმედო პარტნიორები ქვეყანაში, რომელთა ამოცანაა ქვეყნის სრულად დაბრუნება დასავლურ ვექტორზე, ქვეყნის დაჩქარებული ინტეგრირება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და კიდევ უფრო გაღრმავება საქართველოს და შეერთებული შტატების პარტნიორობის და მეგობრების", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ლელოს" წევრების ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. ბადრი ჯაფარიძემ, სალომე სამადაშვილმა და გრიგოლ გეგელიამ შეხვედრები აშშ-ს სენატში გამართეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა