კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ზარქუა - აშშ-ის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ რუსეთიდან მიიღებენ იმ ხალხს, ვინც უარს ეუბნება პუტინს ომში ჩართვაზე, ამ დროს, „დროას“ ლიდერი ლარსში აკეთებს განცხადებას, ეს ხალხი დაიჭირეთო

ნახვები: 457 ირაკლი ზარქუა - აშშ-ის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ რუსეთიდან მიიღებენ იმ ხალხს, ვინც უარს ეუბნება პუტინს ომში ჩართვაზე, ამ დროს, „დროას“ ლიდერი ლარსში აკეთებს განცხადებას, ეს ხალხი დაიჭირეთო

დააკვირდით ხელწერას, ერთი ერთში ჯდება რუსულ ნარატივში და მერე არ გაგიკვიდეთ, რომ რუსეთი აფინანსებდა მთელი ეს პერიოდი ქალბატონ ხოშტარიას, კეზერაშვილთან ერთად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტთან დღეისათვის დაგეგმილი აქციის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

„თურმე, ბინაც შეუძენია ბათუმში; თურმე, თეატრალური დასებიდან – რაღაც სისულელე მოიგონებს მერე. ახლა, ეს რას აკეთებს? მთელი დასავლეთი და ევროკავშირი გვეუბნება პირიქით, რომ რუსეთიდან დევნილებს, ვინც პუტინის რეჟიმს გამოექცნენ, იქნებ გვერდში დავუდგეთ. ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მივიღებთ რუსეთიდან იმ ხალხს და იმ ახალგაზრდებს, ვინც უარს ეუბნება პუტინს ომში ჩართვაზე. ამ დროს, „დროას“ ლიდერი ლარსში აკეთებს განცხადებას, რამენაირად, ეს ხალხი დაიჭირეთო. ხომ ხედავთ, რა აცდენაა – ერთ მხარეს დგას ცივილიზებული და თავისუფალი სამყარო, საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოს მოსახლეობასთან ერთად და აქეთ არიან რადიკალები, რომლებიც რუსეთის ინტერესების გამტარებლები არიან, ქალბატონი ხოშტარიას თამადობით. ეს ნათელია და ბევრი კომენტარი არ სჭირდება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა