კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გერმანიის ელჩი - საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩვენი, როგორც საერთო ევროპული ოჯახის წევრების პარტნიორობა, ყველა დონეზე გავაღრმაო​

ნახვები: 514 გერმანიის ელჩი - საქართველოსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩვენი, როგორც საერთო ევროპული ოჯახის წევრების პარტნიორობა, ყველა დონეზე გავაღრმაო​

საქართველოში გერმანიის ახლად დანიშნული ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველომ სხვადასხვა მიმართულებით მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მისივე თქმით, გერმანიასა და საქართველოს შორის მეგობრობას ღრმა ფესვები აქვს და ყველა სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ.

ამასთან, როგორც გერმანიის ელჩი ამბობს, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა, საქართველო-გერმანიის პარტნიორობა ყველა დონეზე გააღრმაოს.

„ოთხი კვირაა, რაც გერმანიის ელჩის რანგში საქართველოში ვიმყოფები და ჩემზე უკვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქვეყნის მრავალფეროვნებამ, მისმა ისტორიამ და ევროპულმა ტრადიციებმა, განსაკუთრებით იმ სასიამოვნო და საინტერესო ადამიანებმა, რომლებსაც ამ დროის განმავლობაში შევხვდი.

გერმანიასა და საქართველოს შორის მეგობრობას ღრმა ფესვები აქვს და ჩვენ ყველა სფეროში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩვენი, როგორც საერთო ევროპული ოჯახის წევრების პარტნიორობა ყველა დონეზე გავაღრმაო“, – ნათქვამია პეტერ ფიშერის კომენტარში, რომელიც საქართველოში გერმანიის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა