კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ

ნახვები: 545 ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ

დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ოძისში იმყოფებოდა, სადაც  ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის სამუშაო ჯგუფის დელეგაციას უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„ოძისში, გადაკვეთის პუნქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე, მათ გავლენაზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე.

ელჩმა შჩიგელმა აღნიშნა და დადებით ნაბიჯად შეაფასა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაკვეთის პუნქტების დროებით გახსნა, აგვისტოს და სექტემბრის ბოლოს. ის ასევე, მიესალმა ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებას 2022 წლის დეკემბრამდე, გადაკვეთის პუნქტების ყოველი თვის ბოლოს, დროებითი გახსნის გეგმის შესახებ. ამის მიუხედავად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გაიმეორა, რომ მისია და ეუთო განაგრძობენ მოწოდებას ადგილობრივი მოსახლეობის სასარგებლოდ, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზზე  გადაადგილების თავისუფლების სრული აღდგენისკენ.

ამ მხრივ, ელჩმა შჩიგელმა ასევე გაუსვა ხაზი უარყოფით გავლენას, რომელიც მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ქმედებებს აქვთ, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე, კონკრეტულად, მათ წვდომას სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე და სოციალურ სერვისებზე“, – წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა