კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ორგანიზაცია „დროას“ აქტივისტები აქციას მართავენ

ნახვები: 514 ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ორგანიზაცია „დროას“ აქტივისტები აქციას მართავენ

ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ორგანიზაცია „დროას“ აქტივისტები აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია, პროტესტი გამოხატონ რუსეთიდან გადმოსული რუსეთის მოქალაქეების მისამართით, რათა დაანახონ, რომ არ არიან სასურველი სტუმრები.

როგორც „პირველი არხის“ კორესპონდენტი აქციიდან იუწყება, გვირაბს იქით ამ დროისთვის გადაადგილება შეზღუდულია და აქციის მონაწილეებს გადასვლა არ შეუძლიათ.

აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებთან ამ თემაზე მცირე შელაპარაკებაც ჰქონდათ.

როგორც „დროას“ წევრები აცხადებენ, არ არის გამორიცხული, თუ კიდევ შეეზღუდებათ გადაადგილება და არ მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რაც სურთ, არ არის გამორიცხული, გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი.

საპატრული პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილემ, კახა ბუხრაძემ განმარტა, რომ შეზღუდვა ხდება მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

„ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოგეხსენებათ როგორი მოძრაობაა, როგორც რუსეთიდან თბილისის მიმართულებით, ასევე თბილისიდან რუსეთის მიმართულებით. გადატვირთულია მოძრაობა და აქციის მონაწილეებს ავუხსენით, რომ არ მოხდეს მოძრაობის კოლაფსი, ისედაც გადატვირთულია მოძრაობა. მოვუწოდეთ, გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულიყვნენ და თუ უნდათ, პლაკატები გაშალონ და ჩაატარონ ის, რაც განსაზღვრული აქვთ“, – განაცხადა კახა ბუხრაძემ.

ამასთან, ორგანიზაცია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აქციაზე არ იმყოფება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა