პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

„ლელო“ - ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი მიანიშნებს რეალურ საფრთხეზე, რომ ბელარუსი უახლოეს მომავალში განიხილავს არაღიარების პოლიტიკის გადახედვას

ნახვები: 447 „ლელო“ - ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტი მიანიშნებს რეალურ საფრთხეზე, რომ ბელარუსი უახლოეს მომავალში განიხილავს არაღიარების პოლიტიკის გადახედვას

28 სექტემბერს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენული ინტერესების უხეში ხელყოფა, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფაა. ამის შესახებ პარტია „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი თქმით, აღნიშნული ვიზიტი მიანიშნებს რეალურ საფრთხეზე, რომ ბელარუსი უახლოეს მომავალში განიხილავს არაღიარების პოლიტიკის გადახედვას.

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი მოითხოვს დაუყოვნებლივ და სწრაფ რეაგირებას.

საქართველომ კონსულტაციებისთვის უნდა გამოიწვიოს ბელარუსში საქართველოს მიერ აკრედიტირებული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსს უნდა წარუდგინოს ოფიციალური ნოტა, რომლითაც ბელარუსის მხარეს მოსთხოვს ოფიციალური განცხადების გაკეთებას – საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დღის წესრიგში უნდა დადგეს ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კონსულტაციებზე გაწვევის საკითხი.

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბელარუსისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების რეჟიმის გამკაცრების თაობაზე, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში.

გაერო-ს და ეუთო-ს შესაბამის ფორმატებს და, ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტს ეთხოვოს, აღნიშნულ ფაქტზე მსჯელობის გამართვა და აღნიშნულ ორგანიზაციებში ბელარუსის ელჩების გამოძახება, განმარტებების მისაცემად.

ხელისუფლება, რომელმაც უკვე მრავალი წელი დაკარგა მშვიდობიანი მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების გზით რაიმე შედეგის მისაღწევად, დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონი ისტორიული გამოწვევის წინაშე დგას, მორიგ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან, როდესაც ვერანაირ ქმედით პოლიტიკას ვერ უპირისპირებს რუსეთის დღის წესრიგს ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა