კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ „რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებებს“ ხვალ მოეწერება ხელი

ნახვები: 563 დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ „რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებებს“ ხვალ მოეწერება ხელი

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებული ე.წ. შეთანხმებების ხელმოწერა კრემლში ხვალ, 30 სექტემბერს გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის ცნობით, „რუსეთის შემადგენლობაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ შეთანხმებებს“ ხელმოწერა ხვალ ადგილობრივი დროით 15:00 საათზე გაიმართება. ცერემონიაზე ვლადიმერ პუტინი მოცულობითი სიტყვით გამოვა“.

ამასთან, მოგვიანებით იგეგმება ფედერალური კრებისადმი რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმები ჩაატარა. უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები „რეფერენდუმებს“ და მის შედეგებს არ აღიარებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა