კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა ნაცვლიშვილი - მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე არ გულისხმობს იმას, რომ ვიღაც დადგება ტრიბუნასთან, მოყვება სადღეგრძელოებს და მითებს, რა კარგად ცხოვრობს ქვეყანა

ნახვები: 340 ანა ნაცვლიშვილი - მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე არ გულისხმობს იმას, რომ ვიღაც დადგება ტრიბუნასთან, მოყვება სადღეგრძელოებს და მითებს, რა კარგად ცხოვრობს ქვეყანა

მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე არ გულისხმობს იმას, რომ დადგება ვიღაც ტრიბუნასთან და მოყვება სადღეგრძელოებს, ზეპირსიტყვიერ მითებს იმის შესახებ, რა კარგად ცხოვრობს ქვეყანა,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიური მოხსენებით მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, როგორ წარსდგება დღეს მთავრობის მეთაური დეპუტატების წინაშე, ხელცარიელი, თუ ანგარიშებითა და კვლევებით ხელში, რომელიც მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და მათ შორის პანდემიის მართვის მიმართულებით არსებულ კონკრეტულ შედეგებს ასახავს.

„რაც შეეხება პრემიერის მოსვლას, მნიშვნელოვანია დღეა, მაგრამ მანამ, სანამ დავსვამთ კითხვას, რა კითხვები ექნებათ დეპუტატებს მასთან და პარლამენტი როგორ დახვდება პრემიერს, მე მგონი არ უნდა გადავახტეთ მოვლენათა თანმიმდევრობას. მნიშვნელოვანია, პრემიერი რით მოვა პარელამენტში - ხელცარიელი, ზეპირსიტყვიერი სადღეგრძელოს მსგავსი განცხადებებით თუ ანგარიშებით, კვლევებითა და დასაბუთებებით იმ მნიშვნელოვან და მტკივნეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით თუ მიუღებელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ელოდებოდა ხალხი და ეს გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული, მათ შორის, ეს ეხებოდა პანდემიის მართვას. მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე არ გულისხმობს იმას, რომ დადგება ვიღაც ტრიბუნასთან და მოყვება სადღეგრძელოებს, ზეპირსიტყვიერ მითებს იმის შესახებ, რა კარგად ცხოვრობს ქვეყანა. ეს გულისხმობს მტკიცებულებების მოტანას, რაზე დაყრდნობით იღებდა მთავრობა გადაწყვეტილებებს და მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ციფრებსა და კონკრეტიკაში რა შედეგი მოუტანა ქვეყანას,"- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა