კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ჯერ დადგენილი არ არის, სად გადის ხერსონის, ზაპოროჟიეს საზღვრები და საკითხზე მოსახლეობასთან კონსულტაციებს განაგრძობენ

ნახვები: 499 დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ჯერ დადგენილი არ არის, სად გადის ხერსონის, ზაპოროჟიეს საზღვრები და საკითხზე მოსახლეობასთან კონსულტაციებს განაგრძობენ

კრემლში აცხადებენ, რომ ჯერ დადგენილი არ არის, სად გადის ხერსონისა და ზაპოროჟიეს საზღვრები.

რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ საკითხზე მოსახლეობასთან კონსულტაციებს განაგრძობენ.

„ნაწილობრივ ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გვაქვს, მე გეტყვით იურიდიულ ენაზე, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკა – 2014 წლის საზღვრებში. ხერსონი და ზაპოროჟიეს საზღვრებთან დაკავშირებით ამ ოლქების მოსახლეობასთან კონსულტაციებს ვაგრძელებთ“, – განაცხადა პესკოვმა.

კითხვაზე, ვის ეკუთვნის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ოლქებში მდებარეობს და რომლებსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს, პესკოვმა ცალსახა პასუხი არ გასცა.

„რომელი ტერიტორიები? ამ საკითხზე მეტი არაფერი მაქვს დასამატებელი“, – განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, ხერსონისა და ზაპოროჟიეს საზღვრების დასადგენად რეფერენდუმების ხელახლა ჩატარება ჯერ არ იგეგმება.

პესკოვს ასევე ჰკითხეს, დადგინდება თუ არა რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ოლქების საზღვრები იმ დროისთვის, როდესაც ამ ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოაწერს ხელს, პესკოვმა უპასუხა, რომ „დიდი ალბათობით, ფორმულირება უცვლელი დარჩება“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა