კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დევიდ პეტრეუსი აცხადებს, რომ პუტინი უკრაინაში ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებს, აშშ და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის არმიას და სამხედრო ტექნიკას უკრაინაში, ჩაძირავენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს

ნახვები: 574 დევიდ პეტრეუსი აცხადებს, რომ პუტინი უკრაინაში ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებს, აშშ და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის არმიას და სამხედრო ტექნიკას უკრაინაში, ჩაძირავენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი უფროსი დევიდ პეტრეუსი აცხადებს, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, აშშ და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის არმიას და სამხედრო ტექნიკას უკრაინაში, ასევე ჩაძირავენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს.

პეტრეუსის თქმით, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ვაშინგტონის შესაძლო პასუხის შესახებ რუსეთს არაერთხელ აცნობეს.

„უბრალოდ რომ შეგიქმნათ ჰიპოთეტური წარმოდგენა – ჩვენ ვუპასუხებდით ნატო-ს კოლექტიური ძალისხმევით, რომლის ფარგლებშიც გავანადგურებდით კონვენციურ რუსულ ძალებს, რომლებსაც დავინახავთ უკრაინის ბრძოლის ველზე, ასევე ყირიმში და ყველა გემს შავ ზღვაში“, – განაცხადა პეტრეუსმა ეი-ბი-სი-სთან ინტერვიუში.

კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება ნატო-სა და აშშ-ის ჩართვას უკრაინის ომში, პეტრეუსმა უპასუხა, რომ ეს ავტომატურად არ გამოიწვევს ნატო-ს მეხუთე მუხლის ამოქმედებას, რადგანაც უკრაინა არ არის ჩრდილოატალანტიკური ალიანსის წევრი.

თუმცა, პეტრეუსი იმასაც ამბობს, რომ ბირთვული აფეთქების შედეგად რადიაციის გავრცელება იმ ქვეყნებში, რომლესაც ნატოს მეხუთე მუხლი იცავს, შეიძლება, ჩაითვალოს ნატო-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმად.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, „პუტინი სასოწარკვეთილია“, რადგანაც უკრაინის ძალების აღმოსავლეთში წარმატებულ კონტრშეტევას აგრძელებენ.

„ის რეალობა, რაც არის ბრძოლის ველზე, ჩემი აზრით, შეუქცევადი პროცესია. არც ეს უწესრიგო მობილიზაცია, არც ეს შეფარული ბირთვული მუქარა და არც ბირთული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაც კი ვერაფერს შეცვლის და პუტინს ამ სიტუაციიდან ვერ გამოიყვანს“, – განაცხადა პეტრეუსმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა