კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები უმრავლესობაში რჩებიან, ანტაგონიზმი ჩვენში არ არის, გამოხატვის ფორმაზე ვერ ვთანხმდებით

ნახვები: 545 გია ვოლსკი - „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები უმრავლესობაში რჩებიან, ანტაგონიზმი ჩვენში არ არის, გამოხატვის ფორმაზე ვერ ვთანხმდებით

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები უმრავლესობაში რჩებიან.

„ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, ანტაგონიზმი ჩვენში არ არის. გამოხატვის ფორმაზე ვერ ვთანხმდებით. არის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ კიმენტარს არ ვაკეთებთ, არის საკითხები, რაზეც ჩვენგან კომენტარები უნდა მოისმინოთ. გამოხატვის ეს ფორმა, რომელიც აარჩიეს ჩვენმა კოლეგებმა, არ განაპირობებს ჩვენს შორის ანტაგონიზმს, მაგრამ ფაქტია, რომ შეკითხვებზე, რომლებსაც სვამენ, პასუხებია საჭირო“, – ამბობს გია ვოლსკი.

გია ვოლსკის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის პერსპექტივას ვერ ხედავს, თუმცა ფაქტია, რომ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ გამოაკლდა გარკვეული რაოდენობა.

„ამ პერსპექტივის და ტენდენციის გაგრძელებას ვერ ვხედავ“, – დასძინა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში სტაბილურობა მნიშვნელოვანია და პარტნიორებმა მეტი აქცენტი უნდა გააკეთონ სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით.

„სტაბილურობა აუცილებელია და ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გაცილებით მეტი აქცენტი უნდა აკეთონ ამ თემასთან დაკავშირებით, ვიდრე აბსოლუტურად უსაფუძვლო, ცარიელ, ფუჭ და რეალობასთან შეუსაბამო განცხადებებზე, მაგალითად, რომელსაც გიორგი ვაშაძე აკეთებს. ამაზე სერიოზული შენიშვნაა მისაცემი. ზოგადად, ველოდებით ისეთ განცხადებებს, რომლებიც რადიკალურად დაუპირისპირდება თუნდაც ევროპარლამენტის იმ უტიფარ რეზოლუციას, რომლის გარშემო გარკვეული პოლიტიკური ძალები შეიკრიბა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის შემადგენლობიდან. არ შეიძლება, ამ თემასთან დაკავშირებით ჰქონდეს ლოიალური დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებს, გინდ, ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანას, ვინაიდან საქართველოში სტაბილურობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა