კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - ერთ წელზე მეტია, სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია და ყოველ დღე საუბრობენ, რომ ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა, ხალხსაც მოაბეზრეს თავი

ნახვები: 501 ირაკლი კობახიძე - ერთ წელზე მეტია, სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია და ყოველ დღე საუბრობენ, რომ ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა, ხალხსაც მოაბეზრეს თავი

სასჯელაღსრულების დაწესებულება არის პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე  იმაზე, რომ პატიმრის ჯანმრთელობაზე იზრუნოს და ეს გაგრძელდება, რადგან სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთი წელია სააკაშვილი ციხეშია და ამდენივე დროა საუბარი მიდის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა.

„ერთ წელზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და იქიდან მოყოლებული ყოველ დღე საუბრობენ იმაზე, რომ სიკვდილისა და ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა და ა.შ. უკვე ერთი წელია ამაზე საუბარი მიდის და ხალხსაც მოაბეზრეს თავი. ამ ყველაფერს არაფერი საფუძველი არ აქვს. სახალხო დამცველი შევიდა და ციხიდან დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანა. არის პოლიტიკური სპეკულაციები. თავიდან ბოლომდე სასჯელაღსრულების დაწესებულება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ პატიმრის ჯანმრთელობაზე იზრუნოს და ეს გაგრძელდება, რადგან სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა