კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ილია დარჩიაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის თანათავმჯდომარეობა პრაღაში, დისკუსიაზე მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია

ნახვები: 503 ილია დარჩიაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის თანათავმჯდომარეობა პრაღაში, დისკუსიაზე მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია

ირაკლი ღარიბაშვილის ესტონეთის პრემიერთან ერთად თანათავმჯდომარეობა პრაღაში, დისკუსიაზე, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოწვეული იყო და ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად თანათავმჯდომარეობდა დისკუსიას „მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ევროპაში“, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია, საქართველოს ამ ოჯახში აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ძალიან საინტერესო მრგვალი მაგიდა გამოვიდა, რომელშიც სხვადასხვა ლიდერები მონაწილეობდნენ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, რომელიც აკეთებს აქცენტს ყველა იმ გამოწვევაზე, რომელიც ევროპას აქვს“,- აღნიშნა დარჩიაშვილმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავმჯდომარეობდა, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე ისაუბრეს. მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კაია კალასს ღონისძიების ორგანიზატორებმა თემატური დისკუსიის, „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე“, თანათავმჯდომარეობა შესთავაზეს.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა