კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პეტრ ფიალა - ჩვენი საერთო მიზანი იყო არაფორმალური პლატფორმის შექმნა, სადაც ვითანამშრომლებთ, მოვნახავთ გამოსავალს მშვიდობისა და განვითარებისთვის ევროპაში

ნახვები: 413 პეტრ ფიალა - ჩვენი საერთო მიზანი იყო არაფორმალური პლატფორმის შექმნა, სადაც ვითანამშრომლებთ, მოვნახავთ გამოსავალს მშვიდობისა და განვითარებისთვის ევროპაში

ჩვენი საერთო მიზანი იყო არაფორმალური პლატფორმის შექმნა, სადაც ვითანამშრომლებთ, იდეებს გავუზიარებთ ერთმანეთს, მოვნახავთ გამოსავალს მშვიდობისა და განვითარებისთვის ევროპაში და ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ, – ეს განცხადება ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისივე თქმით, ახალი გაერთიანება არც ერთ არსებულ ფორმატს არ ჩაანაცვლებს.

„ჩვენ არ მიგვიღია არავითარი ფორმალური რეზოლუცია. უბრალოდ ვგრძნობდით ასეთი სივრცის საჭიროებას, სადაც შეხედულებებს გავუზიარებთ ევროპას და მის ფარგლებს გარეთაც. ეს შეხვედრა ევროპის კონტინენტისთვის კრიტიკულ დროს გაიმართა. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის და ყველას სხვადასხვაგვარად გვეხება“,-განაცხადა ფიალამ.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დღეს პრაღაში შეკრებილმა 44 ქვეყნის ლიდერებმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. მათ შორის მან დაასახელა მშვიდობა, სტაბილურობა, მიგრაცია და ეკონომიკა.

„ჩვენი ერთობლივი მიზანი არის ერთად მუშაობა, რათა განვამტკიცოთ ევროპის უსაფრთხოება და კეთილდღეობა“, – განაცხადა ფიალამ.

მისივე თქმით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შემდეგი შეხვედრა მოლდოვის დედაქალაქში, კიშინიოვში გაიმართება. შემდეგ კი ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში.

ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი 6 ოქტომბერს გაიხსნა. სამიტში  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა