კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რობერტა მეცოლა - მივესალმებით დისკუსიის ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ ყველა ქვეყანა ასრულებს სანქციებს, ეს არ გამორიცხავს იმ მისასალმებელ გზას, რომლებსაც გადიან უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თუ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები

ნახვები: 706 რობერტა მეცოლა - მივესალმებით დისკუსიის ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ ყველა ქვეყანა ასრულებს სანქციებს, ეს არ გამორიცხავს იმ მისასალმებელ გზას, რომლებსაც გადიან უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თუ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები

მივესალმებით დისკუსიის ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ ყველა ქვეყანა ასრულებს სანქციებს, ეს არ გამორიცხავს იმ მისასალმებელ გზას, რომლებსაც გადიან უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თუ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, – ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ გააკეთა. შეხვედრაზე განიხილება უკრაინის დახმარების საკითხი და ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის გზები ევროპაში.

ამასთან, როგორც მეცოლამ აღნიშნა, ყველაფერი, რაც ქვეყნებს გააერთიანებს, ერთ მაგიდასთან ერთობლივი გამოსვლის მოსაძიებლად, ერთობლივ გამოწვევებზე საპასუხოდ, ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პრაღის შემდეგ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შემდეგი შეხვედრა მოლდოვაში გაიმართება.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ის ქვეყნები, რომლებიც ჯერ არ არიან ევროკავშირის წევრები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ მიერ დაწესებულ სანქციებს მიუერთდნენ და რომლებიც საფრთხის ქვეშ არიან მეზობლისგან. ასეთია მოლდოვა. ასე რომ, პრაღის შეხვედრას მივესალმებით. მივესალმებით დისკუსიის გამართვის ნებისმიერ შესაძლებლობას და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ქვეყანა ასრულებს სანქციებს და აღასრულებენ მათ. ეს ასევე არ გამორიცხავს იმ მისასალმებელ გზას, რომლებსაც გადიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. იქნება ეს უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, თუ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები. ივლისში ჩვენ ეს დაპირება დავდეთ და ამ გზაზე წინ უნდა წავიწიოთ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა