კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით მედიაციის პროცესი „ცივილიზებულად მიმდინარეობს“

ნახვები: 317 ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით მედიაციის პროცესი „ცივილიზებულად მიმდინარეობს“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით, „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით მიმდინარე მედიაციის პროცესი ცივილიზებულად მიდის.

როგორც თურნავა აღნიშნავს, მხარეებს შორის დეესკლაციისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა.

„დადასტურდა, რომ მედიაციის პროცესი ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს მთავრობამ მიიღო. მედიაცია საერთაშორისო სტანდარტების შესატყვის გარემოში, ცივილიზებულად მიდის.

დეესკლაციისთვის პირველი ნაბიჯები გადაიდგა. იცით, რომ ჩვენც შევამცირეთ პოლიციის კონტინგენტი და რკინის ჯებირები მოიხსნა.

შემდეგი ნაბიჯი, რაც არის შეთანხმებული საერთაშორისო მედიატორთან არის ის, რომ აქციის მონაწილეებმა და ლიდერებმა ასევე უნდა აიღონ გარკვეული პასუხისმგებლობა, რომ არ შეუშლიან ხელს ინვესტორს და კომპანიას მშვიდობიანად განახორციელონ სამუშაოები საწყისი ნებართვის ფარგლებში.

მედიაციის მთავარი მიმართულება არის გარემოსდაცვითი სტანდარტების გადამოწმება, გარემოსდაცვითი პროცედურების, თუ კვლევების გადამოწმება, იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, ყველა დარწმუნდეს, რომ ეს პროექტი განხორციელდება მხოლოდ უმაღლესი გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სტანდარტების შესატყვისად, როგორც საქართველოს ინტერესებში იქნება. დიალოგი მიმდინარეობს, ამ პლატფორმას ორივე მხარე კარგად ვიყენებთ", - აღნიშნავს თურნავა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა