კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კაია კალასი - მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ენერგორესურსების მოწოდება შემცირდა და ცხადია, მოხმარება უნდა შევამციროთ

ნახვები: 648 კაია კალასი - მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ენერგორესურსების მოწოდება შემცირდა და ცხადია, მოხმარება უნდა შევამციროთ

მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ენერგორესურსების მოწოდება შემცირდა, ცხადია, მოხმარება უნდა შევამციროთ, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა.

როგორც კაია კალასმა აღნიშნა, ესტონეთი უზარმაზარ თანხებს იხდის ბიუჯეტიდან ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად და იმ გადაწყვეტილებების მოსაძიებლად, რაც ხანგრძლივად იმუშავებს.

„ახლა ყველას შეეხო მაღალი ფასები ენერგიაზე და ჩვენ ერთიანი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ ამაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნები, რომლებსაც ბიუჯეტში უფრო მეტი თანხა აქვთ, გადაწონიან სხვებს და ეს ვერ გადაჭრის საერთო პრობლემას“, – განაცხადა კალასმა.

პრაღაში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე განიხილება უკრაინის დახმარების საკითხი და ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის გზები ევროპაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა