კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური სერიალი დაიწყო, სოსო თოფურიძემ ამხილა მელია, მელია იმუქრება ხაბეიშვილის მხილებით, ხაბეიშვილი სხვა პოზიციებიდან იმუქრება, პარტიაში სერიოზული კრიზისია

ნახვები: 515 არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური სერიალი დაიწყო, სოსო თოფურიძემ ამხილა მელია, მელია იმუქრება ხაბეიშვილის მხილებით, ხაბეიშვილი სხვა პოზიციებიდან იმუქრება, პარტიაში სერიოზული კრიზისია

ბოლო ორი კვირაა, პოლიტიკური სერიალი დაიწყო – თოფურიძემ ამხილა მელია, მელია იმუქრება ხაბეიშვილის მხილებით, ხაბეიშვილი კიდევ სხვა პოზიციებიდან იმუქრება. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პარტიაში სერიოზული კრიზისია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე.

თალაკვაძის თქმით, აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი კაცის პარტიაა.

„წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებდა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიაა და ლიდერები ჰყავთ, თუმცა სინამდვილეში, ეს პარტია ყოველთვის ერთი კაცის პარტია იყო. აღმოჩნდა, რომ ერთი კაცის პარტიაა. ბოლო ორი კვირაა, პოლიტიკური სერიალი დაიწყო – თოფურიძემ ამხილა მელია, მელია იმუქრება ხაბეიშვილის მხილებით, ხაბეიშვილი კიდევ სხვა პოზიციებიდან იმუქრება. რეალურად, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პარტიაში სერიოზული კრიზისია. სოსო თოფურიძის მუქარა, რომ პოლიტიკური ბადით მიდის „ნაციონალური მოძრაობაში“, ძალიან სახიფათოა. ამან შეიძლება, პარტიის ლიდერები გადააქციოს თევზებად, რადგან ეს ბადე შავ ფულსა და კორუფციაზე ლაპარაკობს, მით უმეტეს ისეთი პარტიისთვის, რომელსაც მძიმე პოლიტიკური წარსული აქვს და მხილებულია, მათ შორის კორუფციაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა