სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლა

ნახვები: 538 ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლა

ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. დასავლური მედიის ინფორმაციით, ეს არის მეშვიდე სარაკეტო გამოცდა 25 სექტემბრის შემდეგ.

სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის რაკეტების გაშვების მატება შეიძლება მიანიშნებდეს, რომ 2017 წლის შემდეგ პირველად, ფხენიანი ახლოს არის ბირთვული გამოცდის განახლებასთან.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის, ტოშირო ინოს განცხადებით, ორივე რაკეტა 100 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა და 350 კილომეტრი იფრინა. რაკეტები იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის გარეთ ჩამოვარდა. იაპონიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ რაკეტები შესაძლოა, წყალქვეშა ნავიდან გაუშვეს.

„ჩვენი სარაკეტო გამოცდები არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი თავდაცვითი ღონისძიება, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და რეგიონალური მშვიდობა აშშ-ის პირდაპირი სამხედრო საფრთხეებისგან“, – ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის მედიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, სამხრეთ კორეამ და აშშ-მა ერთობლივი საზღვაო წვრთნები გამართეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა