კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დონალდ ტრამპი - დაუყოვნებლივ უნდა მოვითხოვოთ მოლაპარაკება უკრაინის ომის მშვიდობიანად დასრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდებით

ნახვები: 445 დონალდ ტრამპი - დაუყოვნებლივ უნდა მოვითხოვოთ მოლაპარაკება უკრაინის ომის მშვიდობიანად დასრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდებით

უკრაინის ომთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის სულელური პოზიციის გამო, მესამე მსოფლიო ომი შესაძლებელია, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, არიზონას შტატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, უკრაინის ომის დასრულების მიზნით, აუცილებელია სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის დაცემის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია არჩევნებზე რესპუბლიკელების მხარდაჭერა.

„ახლა ჩვენ გვაქვს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, სადაც პოტენციურად ასობით ათასი ადამიანი იღუპება. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა მოვითხოვოთ მოლაპარაკება უკრაინის ომის მშვიდობიანად დასრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდებით. და ეს ყველაფერი სულელი ადამიანების გამოა, რომლებსაც წარმოდგენაც არ აქვთ. ეს ასევე გამოწვეულია იმ ტიპის იარაღით, რომელიც დღეს არის ხელმისაწვდომი. არასოდეს გვქონია ასეთი იარაღი, დესტრუქციული უნარის იარაღი, თანამედროვე იარაღი. მე ამაზე მეტი ვიცი, ვიდრე ვინმემ, იმის გამო, რომ მე აღვადგინე ჩვენი სამხედრო სფერო“, – განაცხადა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა