კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი:გთხოვთ დარჩით თავშესაფრებში. ჩვენი სამხედროების დახმარების წყალობით ყველაფერი კარგად იქნება

ნახვები: 618 ვოლოდიმირ ზელენსკი:გთხოვთ დარჩით თავშესაფრებში. ჩვენი სამხედროების დახმარების წყალობით ყველაფერი კარგად იქნება

დღევანდელი დილა მძიმეა. საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ათობით რაკეტა, ირანული „შაჰიდები“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მოწინააღმდეგეს ორი სამიზნე აქვს, ენერგეტიკული ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით და უკრაინელი ხალხი.

„მათ ორი სამიზნე აქვთ. ენერგეტიკული ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით. კიევის ოლქი და ხმელნიცკის ოლქი, ლვოვი და დნიპრო, ვინიცა, ივანო-ფრანკოვსკის ოლქი, ზაპოროჟიე, სუმის ოლქი, ხარკოვის ოლქი, ჟიტომირის ოლქი, კიროვოგრადის ოლქი, ქვეყნის სამხრეთი.

მათ უნდათ პანიკა და ქაოსი, უნდათ გაანადგურონ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. ისინი გამოუსწორებელი არიან.

მეორე სამიზნე ხალხია. ასეთი დრო და ასეთი მიზნები სპეციალურად შეირჩა, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინა, მაგრამ ჩვენ უკრაინელები ვართ. ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით. ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის. ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს დანგრეულს.

შეიძლება ახლა ელექტროენერგია დროებით გაითიშოს, მაგრამ არასოდეს მოხდება ჩვენი თავდაჯერებულობის გათიშვა - გამარჯვებაში თავდაჯერებულობის.

რატომ ზუსტად ასეთი დარტყმები? მტერს უნდა, რომ გვეშინოდეს, სურს ხალხი გაიქცეს მაგრამ ჩვენ მხოლოდ წინსვლა შეგვიძლია- და ამას ვაჩვენებთ ბრძოლის ველზე. ასე გაგრძელდება.

ამჟამად მაშველები მუშაობენ. ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს. უკვე ჩამოგდებულია 38 საჰაერო სამიზნე.

გთხოვთ დარჩით თავშესაფრებში. ჩვენი სამხედროების დახმარების წყალობით ყველაფერი კარგად იქნება. ყოველთვის დაიცავით უსაფრთხოების წესები და ყოველთვის გახსოვდეთ: უკრაინა არსებობდა ამ მტრის გამოჩენამდე და უკრაინა იარსებებს მის შემდეგაც“, - აცხადებს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა