კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სერგეი კისლიცა - მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე, რომელიც კლავს ჩვენს ხალხს ბრძოლის ველზე დამარცხების ფონზე

ნახვები: 564 სერგეი კისლიცა - მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე, რომელიც კლავს ჩვენს ხალხს ბრძოლის ველზე დამარცხების ფონზე

რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ტერორისტი სახელმწიფო, – ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის ელჩმა, სერგეი კისლიცამ განაცხადა.

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას კისლიცამ აღნიშნა, ვიდრე სიახლოვეს არის არასტაბილური და შეშლილი დიქტატურა, რთულია, გქონდეს სტაბილური და ჯანსაღი მშვიდობის იმედი.

„რთულია, გქონდეს სტაბილური და ჯანსაღი მშვიდობის იმედი, ვიდრე შენს სიახლოვეს არის არასტაბილური და შეშლილი დიქტატურა, რომელიც აქტიურად იყენებს სარაკეტო ტერორს სხვა სახელმწიფოს სამოქალაქო მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ტერორისტულმა რუსეთმა დედაქალაქი კიევსა და მრავალი სხვა უკრაინულ ქალაქზე იერიში მიიტანა სულ მცირე 84 რაკეტით და ორი ათეული უპილოტო საფრენი აპარატით“, – განაცხადა კისლიცამ.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, სარაკეტო იერიშების სამიზნე გახდა ენერგეტიკის ობიექტები, საცხოვრებელი სახლები, სკოლები, უნივერსიტეტები, მუზეუმები, ქალაქების ცენტრებში გზაჯვარედინები, რომლებიც რუსეთის თავდაცვის უწყებამ ლეგიტიმურ სამიზნეებად გამოაცხადა.

„მთელმა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახა ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე, რომელიც კლავს ჩვენს ხალხს ბრძოლის ველზე დამარცხების ფონზე. რუსეთი სამაგიეროს იხდის უკრაინული ქალაქების მშვიდობიან მცხოვრებლებზე. სარაკეტო დარტყმებს სულ მცირე 14 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, 97 კი დაშავდა. მოქალაქეების განურჩევლად სამიზნეში ამოღება ომის დანაშაულია. საკუთარ სახლებში მძინარე ან სამსახურში მიმავალ მოქალაქეებზე, სკოლაში მიმავალ ბავშვებზე სარაკეტო დარტყმებით, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ტერორისტული სახელმწიფო, რომლის შეკავება უმკაცრესი გზებითაა საჭირო“, – განაცხადა კისლიმცამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა