თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სალომე ზურაბიშვილი - სურათი ნათელია, არ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულების მხრივ უშედეგობას სხვას გადააბრალებს, ეს არის ყველაზე მცდარი წარმოდგენა

ნახვები: 417 სალომე ზურაბიშვილი - სურათი ნათელია, არ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულების მხრივ უშედეგობას სხვას გადააბრალებს, ეს არის ყველაზე მცდარი წარმოდგენა

სურათი ნათელია, არ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულების მხრივ უშედეგობას სხვას გადააბრალებს, ეს არის ყველაზე მცდარი წარმოდგენა, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პირველი არხის კითხვას, რომელიც ევროპული რეკომენდაციების შესრულებას ეხებოდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა არის სრულყოფილი, საქართვლოს გზა არის ხსნილი, სწორედ ამის ნიშანია პერსპექტივა.

„მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი პარტნიორების არის სრულყოფილი. ჩვენი რუმინელი პარტნიორები იყვნენ პირველები და მუდმივი ჩვენი მხარდამჭერები ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით. დღეს არის უკვე შეჯერებული პოზიცია ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ, რომ ჩვენი გზა არის ხსნილი ამის ნიშანი არის პერსპექტივა, ამის ნიშანია ჩვენი მოწვევა პრაღის სამიტზე და ამის ნიშანია, 12 რეკომენდაცია, რომელიც არის სამოქმედო გეგმა – მიდით და იარეთ ამ გზაზე და მიაღწევთ შედეგს. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული. აქაც ძალიან ნათელია საქართველოს მოსახლეობის სურვილი, ნება, რომ ჩვენ ამ გზაზე ვიაროთ.

რჩება პოლიტიკური ძალები, აქ ძალიან ნათელია კიდევ სურათი. არ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ამ საკითხში უშედეგობას მეორეს გადააბრალებს. ეს არის ყველაზე მცდარი წარმოდგენა, რომ შეიძლება, მერე გამოხვიდე რომელიმე მხარე აქედან გამარჯვებული იმით, რომ მეორეს გადააბრალებ. ეროვნული ინტერესი თუ სადმე დგას დღეს, ეს არის ეროვნული ინტერესი და ალბათ დროა, ყველამ შეიგნოს, რომ ეს არის ეროვნული ინტერესი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა