კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანრი ოხანაშვილი - სასამართლო სისტემაში პოლიტიკის შეტანა დაუშვებელია

ნახვები: 226 ანრი ოხანაშვილი - სასამართლო სისტემაში პოლიტიკის შეტანა დაუშვებელია

2012 წლამდე სასამართლო სისტემაში აქტიურად იყო წარმართული საკითხები პოლიტიკით გაჯერებული, ეს „ქართული ოცნების" გუნდმა აღმოფხვრა, ამიტომ იგივე წრეზე ვერ წავალთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნების" დამსახურებაა რომ სასამართლო პოლიტიკით არ არის გაჯერებული

„ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად უნდა ითქვას, რომ დაუშვებელია პოლიტიკის შეტანა სასამართლო სისტემაში. 2012 წლამდე იყო აქტიურად წარმართული სასამართლო სისტემაში საკითხები პოლიტიკით გაჯერებული და ეს „ქართული ოცნების" გუნდმა აღმოფხვრა, ამიტომ იგივე წრეზე ვერ წავალთ, ამისი უფლება არ გვაქვს. რაც შეეხება სასამართლო სისტემაში მოსამართლეების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ეს არის მათი შეფასება და მე არ შევალ მათ შეფასებაში. არ შევდივარ იმ შეფასებაში, რა შეფასებასაც აკეთებენ სასამართლოს მოსამართლეები. ეს ჩემი საქმე არ არის, ვინაიდან ნებისმიერი ჩემი განცხადება, სასამართლო სისტემაში მოსამართლეების მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, შეიძლება, აღქმული იქნეს როგორც პოლიტიკის შეტანა კიდევ ერთხელ მართლმსაჯულების სისტემაში",- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა