კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება

ნახვები: 390 ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ივლისიდან თბილისსა და რეგიონებში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისსა და რეგიონებში მასობრივი ვაქცინაცია მომავალი თვიდან დაიწყება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„იანვარში ვაქცინაციის კალენდარი დამტკიცდა, რომელიც ვაქცინაციის პროცესის სხვადასხვა ფაზას გულისხმობდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, მესამე კვარტალში იყო დაანონსებული მასობრივი ვაქცინაცია. სწორედ მესამე კვარტილდან ანუ შემდეგი თვიდან ჩვენ უკვე მზად ვართ დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში. ამავდროულად, ვაქცინაციის პროცესში სხვადასხვა საჭიროებები გამოიკვეთა. ამან ჩვენ მოგვცა დამატებით იმის მინიშნება, რომ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, დედაქალაქში გაიზარდოს ვაქცინაციის მოცულობა, რისთვისაც ასევე ვართ მზად. იმ ვაქცინებით, რომელიც საქართველოში შემოვა, ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციის მასობრივ პროცესს", - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „სინოფარმი" და „სინოვაკი" ვერ იცავს მოქალაქეებს ე.წ. „დელტა შტამისგან", ტიკარაძის თქმით, ეს არ არის სრულყოფილი ინფორმაცია.

„ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „სინოფარმი" და „სინოვაკი" ვერ იცავს მოქალაქეებს ე.წ. „დელტა შტამისგან", ეს არ არის სრულყოფილი ინფორმაცია, ვინაიდან სხვა ვაქცინებთან მიმართებითაც გარკვეული კითხვები მეცნიერებს გააჩნიათ. სწორედ ამიტომ, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს - მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ეპიდემიის დამარცხებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე აიცრას, ჩვენ ყოველთვის ვუსმვამთ ხაზს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ დისტანციას, ნიღბის ტარებას და ყველა იმ რეგულაციების დაცვას, რომელიც პირველივე დღიდან იყო მოწოდებული. ამ რეგულაციებს მოგვიწოდებდნენ მეცნიერები, დაავადაებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო ეყრდნობოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მოწოდებულ ინფორმაციას. ჩვენც მოვუწოდებთ მოქალეებს დავიცვათ ყველა ის ღონისძიება, რომელიც არის უსაფრთხო", - განაცხადა ტიკარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა