კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იენს სტოლტენბერგი - გაერო-ში კენჭისყრა იყო უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მკაფიო დაგმობა და მოწოდება პუტინისადმი, გააუქმოს ეს გადაწყვეტილებები

ნახვები: 462 იენს სტოლტენბერგი - გაერო-ში კენჭისყრა იყო უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის მკაფიო დაგმობა და მოწოდება პუტინისადმი, გააუქმოს ეს გადაწყვეტილებები

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რეზოლუციის მიღებას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას გმობს.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის მეორე დღის შეხვედრების დაწყებამდე, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ერთად გაკეთებული განცხადებისას ისაუბრა.

„მივესალმები გუშინდელ ძალიან ძლიერ გზავნილს საერთაშორისო თანამეგობრობისგან. გაერო-ში კენჭისყრა იყო უკრაინული ტერიტორიების უკანონო ანექსიის მკაფიო დაგმობა და მკაფიო მოწოდება პრეზიდენტ პუტინისადმი, გააუქმოს ეს გადაწყვეტილებები და პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს აჩვენებს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისთვის და კვლავაც, აშშ-ის ლიდერობა ნატოში, საერთაშორისო საზოგადოებაში ამისთვის არსებითი მნიშვნელობისაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ეთანხმება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში გამართულ კენჭისყრასთან დაკავშირებით ნატო-ს გენერალურ მდივნის შეფასებას. ლოიდ ოსტინი ასევე მიესალმა მოკავშირეებისა და პარტნიორების გადაწყვეტილებას, გააძლიერონ უკრაინის დახმარება.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე, 143 ხმით ხუთის წინააღმდეგ კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებას გმობს. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ნიკარაგუამ. კენჭისყრისას თავი 35-მა წევრმა შეიკავა.

დოკუმენტში, რომლის თანასპონსორიც საქართველოა, აღნიშნულია, რომ „დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს რეგიონები რუსეთის მიერ, აგრესიის შედეგად, დროებით ოკუპირებულია, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის დარღვევით“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა