კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეონა აქუბარდია - რუსეთის მიერ საქართველოს ტერორიზმში დადანაშაულებას და ბოდვას, რომელიც ვერსიად გაასაღა ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით, აუცილებლად სჭირდება პასუხი

ნახვები: 554 თეონა აქუბარდია - რუსეთის მიერ საქართველოს ტერორიზმში დადანაშაულებას და ბოდვას, რომელიც ვერსიად გაასაღა ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით, აუცილებლად სჭირდება პასუხი

რუსეთის მხრიდან საქართველოს დადანაშაულება ტერორიზმში და ის ბოდვა, რომელიც ვერსიად გაასაღა რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით, აუცილებლად საპასუხოა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აქუბარდიას თქმით, ხელისუფლებას სულ მცირე, შეიძლებოდა ეთქვა, რომ ჩვენი საზღვარი კონტროლდება.

„რუსეთის მხრიდან საქართველოს დადანაშაულება ტერორიზმში და ის ბოდვა, რომელიც ვერსიად გაასაღა რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით, აუცილებლად საპასუხოა, რამდენადაც ერთი მხრივ, ბოდვას დავარქმევდი, საქართველოს გარევა არის კიდევ ერთი მცდელობა, წარმოეჩინა საქართველო, რომელსაც ტვირთების კონტროლი არ აქვს შესაბამის ხარისხში, ამასთან, წარმოაჩინონ ბრიტანულ კვალში საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც წარმოაჩინონ საქართველო, როგორც პრობლემური სახელმწიფო და ამ ვითარებაში, ვფიქრობ, შეერთებული შტატების ელჩის განცხადება ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ოფიციალური თბილისის. სულ მცირე, ის მაინც შეიძლებოდა, ეთქვა ხელისუფლებას, რომ ჩვენი საზღვარი კონტროლდება დასავლეთის მიერ აღჭურვილი შესაბამისი აპარატურით და გამორიცხულია, რომ რადიაქტიული, თუ აფეთქებადი ნივთიერებების გატანა მოხდეს უკონტროლოდ, რაც სამწუხაროა და როდესაც აქამდე არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან რეაქცია, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რომ უსაფრთხოების სისტემა მოშლილია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი თავის ფუნქციას არ ახორციელებს და სტრატეგიულ კომუნიკაციაში რუსეთთან ჩვენ კვლავ ვაგებთ, ვინაიდან არანაირი სტრატეგიული კომუნიკაცია არ არსებობს ამასთან მიმართებაში. მიმაჩნია, რომ განცხადება აუცილებლად იყო გასაკეთებელი არა დღეს, არამედ მათ შორის ორი დღის წინ, როცა ეს თემა წამოიწია. თუ გავითვალისწინებთ ბულგარეთის მიერ გამოძიების დაწყებას, ჩვენ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით უნდა ხდებოდეს შესაბამისი სტრატეგიული კომუნიკაცია რუსეთის იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უპირისპირდება“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა