კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნათია თურნავა - დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება განახლებული, გაუმჯობესებული ფორმით აღვადგინოთ კინოინდუსტრიის მხარდაჭერის პროგრამა

ნახვები: 335 ნათია თურნავა - დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება განახლებული, გაუმჯობესებული ფორმით აღვადგინოთ კინოინდუსტრიის მხარდაჭერის პროგრამა

დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება განახლებული, გაუმჯობესებული ფორმით აღვადგინოთ კინოინდუსტრიის მხარდაჭერის პროგრამა. ჩვენი სააგენტო „აწარმოე საქართველოში" რამდენიმე დღეში გამოაცხადებს ახალი განაცხადების მიღების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს მიიღეს, კინო-ინდუსტრიის წარმომადგენლები ელოდებოდნენ.

„ბოლო პერიოდში ჩვენ რამდენიმე ძალიან წარმატებული შემთხვევა გვქონდა, როდესაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით აქ ჰოლივუდის მიერ გადაღებულია ფილმები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისოდ ცნობილი კინოკომპანიების მიერ მიმდინარეობდა კინოგადაღება. 2019 წლის ბოლოს კოვიდ-პანდემიის დაწყებასთან ერთად შეწყდა დროებით ამ პროგრამის განხორციელება. მე ვსაუბრობ კინოინდუსტრიის მხარადჭერის პროგრამაზე, რომელიც „აწრამოე საქართველოში" დახმარების ფარგლებში ხორციელდებოდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება განახლებული, გაუმჯობესებული ფორმით აღვადგინოთ კინოინდუსტრიის მხარდაჭერის პროგრამა, ისევ ჩვენი სააგენტო „აწარმოე საქართველოში" რამდენიმე დღეში გამოაცხადებს ახალი განაცხადების მიღების შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, ასევე მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი კინოკომპანიის ჩამოსვლას საქართველოში და აქ კინოგადაღებას, გაერკვეული სამუშაო ადგილების შექმნას. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის განახლების მოლოდინში რამდენიმე პროექტი იქნება წამოწყებული, რომელიც ეხება საქართველოში არამხოლოდ ერთჯერადად რომელიმე კინო-პროდუქტის გადაღებას, არამედ კონკრეტულად, სტუდიების და პავილიონების შექმნას და გახსნას, მათ შორის ჰოლივუდთან ასოცირებული კომპანიებიდანაც არის ასეთი იდეა და შემოთავაზება. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს პროგრამა იქნება ძალიან წარმატებული მომავალ წლებში, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და საქართველოში მსოფლიო კინო-ინდუსტრიის პლატფორმის დამკვიდრებას", - აცახდებს თურნავა.

მისივე განმარტებით, ამ პროგრამის ძირითადი პრინციპი არის მსოფლიოში აღიარებული ე.წ. ქეშ ბექის პრინციპი, როდესაც კინოს გადაღება შეთანხმებული ბიუჯეტით ხდება და ეს კინო-პროდუქცია უნდა იყოს გაცხადებული ბიუჯეტის მიზნების შესატყვისი.

„შემდეგ, როდესაც უკვე დადასტურდება ეს საინვესტიციო ხარჯები ხდება გარკვეული ხარჯების ჩვენს მიერ თანამონაწილეობა და ანაზღაურება, დაახლოებით 20%-ის ოდენობით. ეს პროგრამა კვლავ აღდგება, რა თქმა უნდა შეთანხმებული ბიუჯეტით, ძალიან მკაცრი მონიტორინგით, რასაც ჩვენთან ერთად კულტურის სამინსიტროც გასწევს. თითოეულ ფილმს აქვს თავისი ვადა. სერიალს სჭირდება მრავალწლიანია (ვადა). აქ, ეს ქეისიც არის დაშვებული, რომ თუ იქნება მრავაწლიანი პროექტი ამაზე მთავრობა იმსჯელებს და ცალკე დაამტკიცებს. როგორც წესი, 12 თვის განმავლობაში ხდება თითოეული პრექტი, მაგრამ სერიალის, ტრილოგიის შემთხვევაში, რასაც ხშირად ჰოლივუდი იღებს, მაგალითად „ფორსაჟი", იმედი მაქვს, რომ კიდევ ვუმასპინძლებთ ჰოლივუდის მსგავს კინო-პროდუქციას", - აცხადებს თურნავა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა